სონეტი 60
მთვარის აისი და გალობა ვარსკვლავთ ზარების , ხედი ვერანდის , სანაპირო , ღელვა ტალღების , ზღვით მქროლი სიო , ჟრუანტელი ჰანგთ მთრთოლვარების , თოვს სიყვარული ცას მიღმიურ იდუმალების ... თეთრად მოფიფქულ შავ კაბაში მოსილი ლედი , ტანი ველური , სუნთქვა ვარდის , ფარფატი თმების , ზღვის აღელვებულ გულის სევდა , სიმღერა გედის , სივრცეს მოცქირალ მზერის მიღმა აფრენა ფრთების ... ბობოქრობს ზღვა და სტიქიით მთვრალ შეშლილ თვალების - ტალღების სუნთქვით - სიყვარულში ის არ ცნობს დაღლას , მას სურს ქალწული აათრთოლოს ფრთათა ალერსით - და ცისფერ კოცნით აიტაცოს ღრუბლებზე მაღლა ... - ცისფერ ტალღების ქუხს მიღმიურ ჰანგთ ამბორება : ჟრუანტელების ცოცხალ სუნთქვას და მთრთოლვარებას ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი