სონეტი 61
სიზმრიდან ამყვა და ზმანებად თვალებში ბარდნის - ო ამ დილიდან თქვენზე ფიქრი მაწამებს მადამ , წითელ კაბაში შემოსილი ველური ვარდი : წითელ ტუჩების ჩურჩულებით მეძახი ადამს ... თქვენს ნაზ სახეზე მწყურის ცისფერ ვუალის ახდა , თქვენი თვალების ცეცხლით სუნთქვის მე მინდა ნახვა , მსურს თქვენი გულის რომ გავწიო სიცოცხლის ფარდა და ფრთებით ვეხო თქვენი სულის ფრთაების ცახცახს ... რაღაც მიზიდავს თქვენ გულისკენ თითქოს იზიდავ - თქვენი არსება თითქოს მიცქერს უცხოდ და ნაზად , სულით მწყურია თქვენი წელის ხელით მოზიდვა - ო აქ რომ მყავდეთ გაკოცებდით ტუჩებში ნაღდად ... - მეწამულ ლტოლვის ზღვაურ ღელვით აალერსება , ცეცხლის სუნთქვებით მსურს წავლეკო მის ეგ არსება ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი