სონეტი 63


სისათუთეთით თქვენი სახის მთოვდნენ გამები -
ელეგანტური ამურესა მწამდით ნაზ მუზად ,
ო იყო სულში ფაქიზი და თეთრი წამები -
მწვანეთვალება მილედი როს მიყვარდით ნაზად ...

ჩუმად შესთხოვდენ ეგ თვალები სიყვარულს მარადს -
თქვენი ოცნების მზის სხივები ანთებდა ქალაქს ,
მომაგონდებით თეთრ კაბაში მოსილი სადად -
მზისფერგულა და კანთოვლისფერ კალისფერ ქალად ...

ო გაგიხსენებთ ზღვის ტალღების მღელვარე წამად
და მეოცნებე სულით მქროლვარ ფრთაველურ ქარად ,
ვუსურვებ თქვენს სულს ცა აწვიმდეს ცისკრისა ნამად ,
ვინც გულს გიხარებთ მათთან ერთად გეხაროთ მარად ...

-

ბრწყინავდეთ სულით და მზესავით ნათობდეთ მუდამ :
ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებთ მადამ ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი