სონეტი 64
მი სულის მზერა წმინდა გრძნობის ჰანგებით ეტრფის - ალისფერი წვით სულლივლივა შენს გულის ტაძარს , გამოცხადებავ ველურესა ცეცხლოვან ვეფხვის - შენ ტრფობით შეშლილს გულზედ მკიდებ მეწამულ ხანძარს ... ნაზ ღიმილების მიმართ ტყვექმნილს ადგილზე მაბავ - აის-დაისი შენს წამწამთა მათრობს და მბანგავს , ო მე მაგიჟებს ჩუმ სიმორცხვით როს თვალებს ნაბავ - შენი შემყურე ვიწვივარ და კაცი თავს ვკარგავ ... როს ცეცხლდები და იდიოტოს მეძახი რისხვით - ცისფერ კოცნისას "მოძალადეს" სილას რომ მაწნავ : ო ეგეც მანთებს და ამ ნათელს ვატარებ სისხლით - შენზე ოცნება სიყვარულით საგულეთს კაწრავს ... - თქვენი თვალები ჩუმი ლტოლვით მიყურებს მადამ , მი სულის სუნთქვა - ნაზი ევა - მიყვარხართ ადამს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი