სიყვარულის ედემი ვარ


ჩემი ზეცა და სუფევა -
და ცისფერი საანგელო ,
ჩემი მერი - ჩემი ევა -
არის ჩემი საქართველო ...

გულდადაგულ გალაქტიონს -
მიყვარს ტრფობით მისთვის მღერა ,
მხრებზე ვიგდებ კავკასიონს -
ამირანის ვქუხვარ ერა ...

მე სიცოცხლის ანი-ჰოე -
ცაზე თეთრ რაშს დავაჭენებ ,
წითელ ღვინით მთვრალი ნოე -
მი კიდობანს აქ ვაშენებ ...

სიყვარულის ედემი ვარ -
მეტრფის ზეცა - მზეს ქრისტიანს ,
მე ღმერთქმნილი ადამი ვარ -
სანთლით ვეძებ ადამიანს ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი