სონეტი 65


მსურს მოგაქციო მი მკლავებში გულმოცახცახე -
ყელაზიდული და ფრთაშლილი სული თეთრ გედის ,
ლამაზთვალებავ ვკოცნო თრთოლვით ეგ ნაზი სახე -
მსურს ყელზე გაბა ამბორთ მძივი უნაზეს ლედის ...

მწველ სიყვარულით ჩემი სული იასამნისფერ -
თქვენს სურნელოვან და უტურფეს - უტკბეს სულს სუნთქავს ,
თქვენი სინაზე ჩემში ბადებს სისათუთისფერს -
და თქვენ ბაგიდან მი ტუჩები სიფაქიზეს სვავს ...

სასუფეველის მთრთოლ სიმშვიდის მოლაჟვარდე ცა -
შენთვის სხივებით ოქროცურვილ ფერების ნოტთ თოვს ,
რომ შენი სული მიემსგავსოს მზის ალერსით მყვავ -
სინატიფეთით ნაზად ფურჩქვნილ უცისფრეს ლოტოსს ...

-

ოქროს ღრუბლების მოლივლივე ვხატავ სამზეოს ,
მკლავებში გარწევ სათუთ სულის ფრთათეთრ ანგელოსს ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი