პირველი ღამე
1 მხატვარი ბავშვი გატაცებით სამყაროს ხატავს და სურს სიყვარულს რომ შეასხას მზისფერი ფრთები , სულმოლივლივე ცისფერ წყლებზე ანგელოსთ სახავს , მუქლურჯ ცეცხლს თოვენ სასუფევლის ფრთალურჯი მთები ... ისმის გალობა სამოთხის ტბის სირინოზების - ლურჯ გალაქსიას თავს დასცქერის თეთრი ირემი , ო ვერ წვდებიან მის დიდებას ანგელოზები - ადამს ქედს უხრის სამყარო და მთელი ედემი ... თეთრ ვარდით ხელში ცით ეშვება ნაზი ქალწული - მზე თვალებს უხრის ლურჯ ღრუბლების ცისფერ მადონას , ამურულ წვით თრთის თეთრ სამოთხის მგე უფლისწული - ო მისი გული სიყვარულმა აიადონა ... --- ალერსი ანთებს წმინდა ცეცხლით თქვენს სათუთ თვალებს - თქვენს უნაზეს გულს სიყვარული აიდუმალებს , ო ვარდზე მეტი ეკლები გაქვთ მშვენიერ ქალებს - ნეტარია ვინც თქვენი სულის შეწვდებ მწვერვალებს ... - ამ ლექსის სუნთქვა გევხარ სულით ცეცხლოვან ყვავილს - კანთოვლისფერი და ქათქათა უცხოდ ნაზი ხარ , ეგზოტიკური გულის მქონე სიტურფით ყვავი - საამბორო და საკოცნელა თეთრი ქალი ხარ ... მათრობს მე თქვენი მოციმციმე ყელი და მხრები - შველივით შხვართი ტან-ფეხი და მზერა ვეფხვის , მეტრფე ვარ თქვენი მზის სხივოსან ცეცხლისფერ თმების - სინაზით სავსე თქვენს მომნუსხველ მე თვალებს ვეტრფი ... თეთრი ირემი მყვირალობით გეძახი სატრფოს - მი თეთრ ფიქრებში მონავარდე ხარ ნიამორი , მსურს შეგადარო ცის მეათე თეთრ მუზა საფოს - ამ მზიან ღამის თრთოლვად მსურხარ ო მი ამორე ... --- არამიწიერ სიყვარულის ჰანგებით ვტკბები , ვაფრინე თქვენსკენ წმინდა გრძნობის ფრთათეთრი მტრედი , მიუწვდომელის მიყვარს ტრფობა ცეცხლოვან ფრთებით - გიმღერ ოცნების თეთრ ანგელოსს სიმღერით გედის ... - გრიგალი ცეკვავს ველურ ტანგოს თეთრ ქარიშხალთან - და თეთრ ფეხების ხელთ ალერსით თეთრ ეშხში შედის , ცეცხლოვან ლტოლვით მიტმასნება თქვენ მწველ სხეულთან , გიხდება მოკლე ოქროს კაბა სანატრელ ლედის ... ზურგიდან აკვრა და თქვენ ტანის ცეკვით ფერება - გაშლილი ხელით კოცნა მუცლის და სულთ შეხება , ამბორი გულთ და ცხელ სუნთქვებით აალერსება - მსურს ტანგოს ველურ ხასიათის სრული შეგრძნება ... - ათასში ერთხელ ვიწვი ესე სულთა ამბორით - თქვენდამი ტრფობით ჩემი გული ცეცხლით აენთო , ვიოლინოზე ავაკვნესო მუზიკა შორი - მსურს ცისფერ ჰანგით აგათრთოლოთ თეთრმა მაესტრომ ... ტრფიალის უფალ ლომთალომის ციერ უფლებით - ედემალურ ცის მზიან ღამის მარადმა ნეფემ : ცეცხლით ანთებულ ამ გულის სრულ თავდავიწყებით - მსურს სიყვარულზე რომ გიმღეროთ ვით მიჯნურ მეფემ ... ჩემო ლოტოსის დედოფალო - აყვავავებულო - როს ნაზ ხელებს მხვევ მხრებ-კისერზე ვთრთი ვით ამური , მი ზმანებებში სისათუთით ანაზებულო - მინდა მიყვარდე სულით მეფა ელეგანტური ... მწყურიხარ როგორც ქალღმერთი და როგორც სიცოცხლე , დღეს მინდა გერქვას ჩემი ქალი ქალწულო ევა , შენდამი უთქმელ სიყვარულით მინდა ვიწვოდე - და მსურს რომ გვთოვდეს თეთრ ედემის თეთრი სუფევა ... ო ასე მიწვდეს შენს ცეცხლოვან მწველ სილამაზეს - ასე უყვარდე ო არ ძალუძს ქვეყნად არვის სხვას , მე შენ გაჩუქებ მზის იმ ერთ წვეთ ციურ სინაზეს - რომელიც უდრის სიყვარულის უსასრულო ზღვას ... - გული მოგტაცო ამ ლურჯ ღამეს და ცისფერ გრძნობას მსურს გაზიარო ამურესა სწორფერის ტოლი , ო თქვენ არსების მზიურ სუნთქვის მწყურის შეცნობა , მარადი საქმროს მსურს რომ იყოთ სასძლო და ცოლი ... - ალისფრად მლივლივ წმინდა ცეცხლით აბრიალებას - მი სიყვარული უკვდავების ელის განაჩენს , გულში გამეფდა უთქმელ ლტოლვის იდუმალება , გამიჯნურებულ თვალთა მზერა გეტყვით დანარჩენს ... გავს უსაბამო დროში სუნთქვას და წამთ ანელებს - თქვენი თვალების ამბორება მზიურ სხივთ მაწვიმს , მარადი გრძნობის წმინდა ცეცხლი მიჯნურს მახელებს , კამარა შეკრულ სული მიგევს ცეცხლოვან არწივს ... მოფრინდეს თქვენთან ვით ღმრთეება სიყვარულისა - ო ამ არწივს სურს არწივესა ამ მზიან ღამის : თვის მძლე ფრთების ქვეშ შეგიფაროთ სატრფოდ სულისა - და თვისი გულის დედოფალად გიწამოთ წამით ... 2 გიცქერ უცისფრეს შიშველ ყვავილს და სულით ვთრთივარ - თითთ ამბორებით ვეხები თქვენს თითებს კალების , ნაზი ალერსით თქვენთან ერთად მსურს სულით ხილვა - და პყრობა ცისფერ სიყვარულის მთრთოლ მწვერვალების ... გადაგაწვინო ღრუბლებზე და მგზნებარე მდედრი - თეთრი სხეულით მოციმციმე - მსურს მზერით შეგსვა , ქათქათ ვარდებად გაფურჩქვნილი ეგ თუთა მკერდი - სათუთ ამბორით უკვდავების წყაროდ მსურს შევსვა ... მინდა ადამი თრთოლვით მსუნთქავს მოგიწვე გვერდზე - მსურს აფარფატდე სიყვარულით გაფითრებული , მსურს დაგეკონო შენი კაცი სანატრელ მკერდზე - ალერსის ცეცხლით მსურს იწვოდე სულანთებული ... ჟრუანტელით და უთქმელ ღელვით აცახცახება - ტანზე თითების დაცურება - ინტიმი - ცეცხლი , თვალთა კავშირი - სულთ ამბორი - და ეგ სახება - ანთება გულის ლტოლვით მიმართ ველური ვეფხვის ... სულ დაგიკოცნო თვალები და ნატიფი სახე - ნაზ ბიბილოთა და ყელ-მხრების - ამბორი გწვავდეს , ვიმეორებდე სიყვარულით შენს სათუთ სახელს - გიმეორებდე მსურს ჩურჩულით - მიყვარხარ ცამდე ... ხელები ზემოთ აზიდული ვით გედის ფრთები - და გიკოცნიდე სისათუთით მა თუთა მკლავებს , სინაზით თრთოდე და ტოკავდე სასურველ გზნებით - მზერით სიყვარულს მსურს ვუხსნიდე ვარსკვლავურ თვალებს ... - ველური სუნთქვა და სინაზე თეთრ თეძოების - აშავერების მოზიდვა და მოზიდვა წელის , მკლავში მსუნთქავი არსება და შერთვა ტუჩების - წვა შიშველ სულთა და სხეულთა ამბორი მწველი ... შემოგეზარდო უსურვაზად თოვლის სხეულზე - ძლიერ ხელებში მწველ მიჯნურის მსურს რომ დნებოდე , ცეცხლის სუნთქვების შეერთებით ბანგმორეულზე - გამოუთქმელი ნეტარების მსურს წამთ წვდებოდე ... - გახელებული სულგალაქსი მზე გალანტური - მაგ გულზე გისევ სიყვარულის ოქროსფერ სიზმრებს , ოქროს მშვილდიდან გესვრი ცეცხლის ამურთამური - წმინდა და მზიურ ამბორების ცეცხლოვან ისრებს ... თქვენი არსების ყველა არეს სურს წვდნენ ელვისებრ - და გადალეკონ მღელვ ტალღების ველურ ჭენებით : ალისფერფაფარ წამოშლილნი მღელვარე ზღვისებრ - ო ჩემში ეხლა ბობოქრობენ ლურჯა ცხენები ... ო სულში ამ წამს ცეცხლოვანი ამური როკავს - ნება რომ ქონდეს მწველ კოცნების ცეცხლით წაგლეკდა , ზღვის ველურ ღელვით ანთებული გული ვით ტოკავს - გაგრძნობინებდა შენ წყურვილით ვითარ აგელდა ... ელდისგან შემკრთალს და ცახცახა თქვენს ნაზ არსებას - გამოამწყვდევდა ხელებში და მისცემდა თრთოლვას , შემოგხედავდა ისეთ ცეცხლით ნუკრის თვალებას - მინებდებოდი სიყვარულის სტიქიურ ლტოლვას ... თოვლის სარეცელს აანთებდა სისხლის წვეთებით - აამღერებდა ქართულ გენის სისხლისფერ ვარდებს , ხელში მოზიდულ მარმარილოს თეთრი სვეტები - სრულად იგრძნობდნენ იმ ცახცახს რაც სიყვარულს ბადებს ... სული - მუსტანგის გულის ფეთქვით წამოგზნებული - ცეცხლის ალერსში გაგხვევდა და აგაგელვებდა , მთელი არსებით მაგ სხეულზე აწეპებული - უთქმელი ლტოლვით სათუთ ხმებზე აგაკვნესებდა ... 3 ცისფერ ღრუბლებზე წევხარ როგორც მზის სხივთ ასული , თეთრი ფეხებით , თეძოთ შორის სველი ყვავილით , ბრწყინავ სახებით ოქროსთმება ნაზი ქალწული , მკერდის ციმციმით , მხრებით , ყელით , ვთვრები ყმაწვილი ... ვით მეცხრე ცასთან ღმრთის კავშირით შობა ცეცხლის მზის - ვით ორ სამყაროს შეერთებით თრობა სამოთხით , როგორც შეცნობა გალაქსიურ მფეთქავ გულის ცის - ისე მწყურიხარ დედოფალი ცისფერ სამოთხის ... ვით მთვარის სულის შეყრა სულთან ლურჯი პლანეტის , ედემის გვრიტის და თეთრ მტრედის ვით სულთ ამბორი , პირველქმნილ გრძნობით ქალთან კაცის თეთრ შეჯვარების - თეთრი სიზმარის მსურს შემიგრძნო თეთრი ავტორი ... მსურს აენთო და სიყვარულის უნაზეს გრძნობით - კისერს მკლავები მომხვიო და ტუჩებს შეადნე , თეთრ თეძოებით მოგზიდო და ნელ მოძრაობით - შევრთო მსურს საშო ძლიერ ასოს ცისფერ კვნესამდე ... წელმოზიდული მკლავში მყავდე მუხლებზე მდგარი , თრთოდე ჩემს სულთან და სხეულთან შეერთებული , ტუჩების შერთვით გიკოცნიდე ძუძუებს მთვრალი , მსურს რომ ღრუბლებში ფარფატებდე ფრთიანებული ... საშოში ტოკდეს - გწვავდეს ძალა ცეცხლოვან ასოს , ადნებოდე გულს სიყვარულის მთრთოლვარე კვნესით , თვალები ნეტარ ცისფერ ცრემლით გადაგენამოს - მსურს ზეცას მიწვდე ჩემი სულის წმინდა ალერსით ... გულთან რწყმულ გულის ალერსების ალივლივებით - მსურს თქვენი სული მზიურ ლაჟვარდთ ფრთებზე ვარწიო , მკლავებში მკვნესარს ყელზე გაბა ამბორთ მძივები - ცისფერ ნირვანას მსურს ცეცხლოვან ნისლში გაგხვიო ... მარადი ნათლის სხივთ ანთების შენში დანახვა - შენი ციერი ნაზი სული სულით შევიცნო , სიყვარულის ცით - ბავშვი ღმერთის შენში ჩასახვა - სველი ყვავილის აყვავებით მინდა შევიგრძნო ... - მკერდში გიკრავდე სულმინაბულს ცისფერ სიმშვიდით - და გულთა ფეთქვა ერწყმოდეს მთრთოლ უსასრულობას , სიმსუბუქეში თქვენთან ერთად მსურს გრძნობა დიდი - სულებში გვთოვდეს ედემალურ მარადისობას ... --- -- - მპყრობი პირველ და უკანასკნელ ასოს ანბანში - მარადისობის თესავს სხივს და ალისფერ ცეცხლს თოვს , რასაც ძე ღმერთი გრძნობს სამყაროს გულის საკანში - ო ხორცს არ ძალუძს - ის წვა იგრძნოს რასაც სული გრძნობს ... წმინდა სულისგან ჩრდილული ცა მზიანი ღამის - სამ ტყუპზე არის ფეხმრძიმედ და აცისფერებულს : კაცის ძემ რომელმნ შეიმოსა სული ადამის - მთვარულ ვალსით ტრფობს ვით პლანეტას სამოთხსულებულს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი