თეთრი ხარება


ლურჯ ცეცხლით მლივლივ ყოვლისმჭვრეტელ თვალებს ციურის -
პირველქმნილ წყლების ნიაგარებს და ცისარტყელებს:
სასუფეველის და ედემის მარად მიჯნურის -
სულით უჭირავს ეს სამყარო სვეტთ ცრემლისფერებს...

ცათა მწვერვალზე მუზა აფრქვევს სატრფოსთვის ცრემლებს,
ლურჯ ღრუბლებიდან ცის ამბორი ლოცვებად მაწვიმს,
ჩასახუტებლად მთელ სამყაროს სულის ვშლი ხელებს -
და ყოვლისმპყრობი ვგევ კაცის ძე ფრთაჯვარცმულ ყმაწვილს...

გულში გამეფდა მდუმარების იდუმალება,
ღმერთია ჩემი სამყაროსთან შემრიგებელი,
სასუფეველის წმინდა გრძნობით მზის ტრფიალება -
სიყვარულია უკვდავთა ცის მგე მბრძანებელი...

თითქოს მიწაზე ფეხს არ დგამენ ისე დადიან 
და ანგელოსურ ფრენა-ფრენით ზეცას წვდებიან,
მზის სულისანი მეწამულ გზას ქვეყნად გადიან -
და სიყვარულზე ცისფერ ჰანგებს თრთოლვით მღერიან...

ფიფქების ვალსით მგალობელი თეთრი პოემა 
და სიყვარული თეთრ ქნარით მქროლ ბობოქარ ქარის,
არის მუზიკა - პოეზია - სულის ბოჰემა,
მზის ამბორი და ცის ალერსიც ამ გულში არის...

მიჯნურთმიჯნური კოცნებს ვჩუქნი სულებს შესაფერს -
ცეცხლოვან ამურს წმინდა გრძნობით შეშლილი მქვია,
მე ერთ უბრალო თითთ შეხებით ვგრძნობ იმ ყველაფერს -
სულთ სიყვარულით შეერთება რასაცა ქვია...

თასი სავსეა ცისფერ ღვინით - თვალები სევდით -
და იისფერი ტრფობის ცრემლი ღაწვებს კვლავ კაწრავს,
ო მეცხრე ცამდე ადის სული სიმღერით გედის -
და სიყვარული თეთრი ფრთებით კვლავ ჯვარზე მაკრავს...

ქათქათა თოვლზე მყვავ მი გულის სისხლისფერ ვარდებს -
მი თვითმკვლელობებს ო უსაზღვროდ სიცოცხლე უყვარს,
ო ვინც გადაწევს მი ლექსების მეწამულ ფარდებს -
ის შეიყვარებს მზე შემოქმედს და მი სულს მწუხარს...

სულს სიყვარულის სპეტაკ სუნთქვით ანაციერებს -
რომ უკვდავ გრძნობამ და სიწმინდემ ამალაჟვარდა:
გულგალაქტიკა მარად მგოსანს ვინ დამიჯერებს -
ცისფერი მუზა მსგავსი წვით რომ ქვეყნად მიყვარდა...

ცას მივახატავ შეყვარებულ მიჯნურთა ამბორს -
იქ სადაც მთვარე დააცურებს ვერცხლისფერ ნავებს,
მოვა დრო მიცნობს ეს ქვეყანა სიცოცხლის ავტორს -
რომელიც ანთებს სიყვარულით ცაზე ვარსკვლავებს...

ედელვაისებს მზისგულიანთ და ფრთათოვლისფერს -
სატრფოს სულივით სპეტაკებს და გულივით ნაზებს,
ყვავილებს ცისფერს - იისფერს და იასამნისფერს -
თმაში ჩავაწნავ ანგელოსებს სულით ლამაზებს...

ააიისფრებს სიყვარულზე შეყვარებულებს
და ედემალურ წმინდა გრძნობით ააცახცახებს,
მი სული ცაზე ფრთაებს გაშლის და ცისფერ სულებს -
ლურჯი ზღაპარის ამბორებით ააზამბახებს...

მთვარის ალერსით რომლის კოცნა სპეტაკთ ანაზებს,
თოვლისფერ ვარდებს, ქათქათ კალებს, შროშანებს თეთრებს,
მზის აამზევებს სასახლეს და ოქროს დარბაზებს,
მი გულის სუნთქვა ორ სამყაროს სულს შეაერთებს...

თოვლში შლილ ზამბახთ, წითელ ვარდებს, ფრთამფარფატ მტრედებს,
ვერცხლისფერ ტბაზე ვალსის მცეკვავ უტურფეს გედებს,
მოვა დრო მი ლექსთ ცისფერი ცა აანთებს ხედებს -
და ნაზთ თვალებში შობს მოქათქათ თოვლისფერ ედემს...

-

შენ ჩემი გულის ფრთასპეტაკი ხარ თოვლის ვარდი -
ო ჩემი სული წმინდა ცეცხლით ცეცხლოვან ჯვარს კრავს,
ვარ მარადისი თქვენს მტრფობად ცის კვნესა და დარდი - 
თქვენს სათუთ თვალებს უთქმელ სევდის სინაზე დაჰკრავს...

გულის სულიერ სიყვარულთან გაბაასებით -
როდესაც უნდა იყო ჩემთვის სიხარულის ცა,
თქვენ გავხართ უჟმურ ნებიერას მოკვდავ ბასებით -
რომელსაც ქვეყნად ვერ ათენებს თვით სამების ხმა...

თქვენი სიცივით რა ხანია თქვენ მე დამკარგეთ -
ოდეს მეძახით - იდუმალად მაინც თქვენი ვარ,
რას ვატან თქვენსკენ სიყვარულის თოვლისფერ ვარდებს -
შენს გულს არ ესმის ოდეს მხოლოდ შენთვის ვმღერივარ...

შენ ვერ გაიგებ რა სიწმინდეს ჩემში ატარებ -
შენ ვერ მიწვდები ვით მიყვარხარ სულს თავისუფალს,
შენ რას გაიგებ მეფურ გულით რა დარდს ვატარებ -
შენ რას მიხვდები რა სინაზე მიწვავს სულს უფალს...

თეთრ ფავორიტის სულით გმოსა მი დიადებამ -
და აგამაღლა ცაზე მაღლა წმინდა ნდომისგან,
მე მაპატიეთ რომ ვერ წვდებით თქვენსავ დიდებას,
რა ერთგულებას მეფა ითხოვთ მეფე ლომისგან...

მარადი სატრფოს სალოცავი ხატი ხარ მერი -
მსურს შენი სახე შევინახო ამ გულში წმინდად,
ისე მიყვარხარ არ გეხები და მიტომ ვმღერი -
ქალწულ ღვთაებად შეგინახო ამ სულში მინდა...

კიდეც გაშინებ - ო მე ჩემგან განთავისუფლებ -
თუ სიყვარულს მთხოვ ჰა ხელს გიწვდი - კიდეც მოგიცდი...
რა გინდა ჩემგან ? მაწამებ თუმც - შენ თუ ისურვებ -
მთელს ჩემს სამყაროს გულთან ერთად შენ ერთს მოგიძღვნი...

---

(შიში, უსასოო და უგულო პასუხი.
ანუ ხარება ცალმხრივი.
მიწაზე ვერავის აუხსნი -
ყოვლისშემძლეობას სამმხრივის...

დღეს სხვა ჟამია ურწმუნო,
მიტომ ვღადაობ - 
მეტი აფერი ...
მტკივა და ვწუხვარ , 
ო არ არსებობს სიყვარული 
ქვეყნად ამფერი!)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი