სონეტი 66
სავსეა ჩუმი ცრემლით გულის ტაძარის სუნთქვა - მისტიურ წამთა მზერა ყველა სიგიჟეს გასცდა , სისხლის კივილი - ისევ - ლურჯი გოლგოთის ფეთქვა , ო გამოუთქმელ წყვდიადს წვდება ამ ღამის ჯვარცმა ... ლურჯ მდუმარების ქუხვას კაწრავს კივილით სევდა და გაუსაძლის - სულის ტკივილს სიჩუმე ითმენს , ო სიკვდილი სჯობს მას რას იტევს წამების ხედვა - სუნთქვა არ ყოფნის ფრთებდამსხვრეულ მეწამულ სივრცეს ... თეთრმა ხარებამ უმწუხარეს ფიფქით დათოვა - ლურჯი წყვდიადის კაეშანი ნაოცნარ ცას ხევს , მეწამულ არეს ელექება მთრთოლვარე გლოვა - მარტოსულობის წვდება სივრცე ცისფერ განაჩენს ... - ხვდება რომ ვერვინ ვერ გაუგებს მეფის გულს ცისფერს - ო აუტანელ სულის ტკივილს სიჩუმე ითმენს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მეფე უღირსი, სიტყვით უხვი და საქმით მცირე,
არის რაც უფრო მსუბუქია მით მეტად მძიმე.