სონეტი 67


სიბრმავემ თუ ვერ დაინახა ეს ჩვენი გული - 
ჩვენს ფრთამეწამულ გულწრფელობას ხომ ხედავს ღმერთი ,
სასურველმნ თუ არ შეიყვარა ეგ შენი სული -
ანგელთანგელი ლურჯ ღრუბლიდან სინაზით გეტრფის ...

არ იმსახურებს შენს სიყვარულს თეთრი ქალღმერთი -
არც ლურჯ ანგელოსს სულიწმინდა შენს თავს დაუთმობს ,
ო შენ გერქმევა მეფათმეფას მეფე თვითერთი -
და მბრძანებელი მზე იქნები ცათა საუფლოს ...

თვით სისათუთის აგინთებს სულს მნათ თითთ ამბორი -
ო არ არს რამე მის შეხების ღირსშესადარი ,
ო არ არსებობს ფრთაულურჯეს ქალწულის სწორი -
გაიგე გულო შენი მეტრფე არსს უსადარი ...

-

ო შენ იქნები ცათაცაის ღმრთაებთღმრთაება -
მთელს ლურჯ სამყაროს შენ ერთს გჩუქნის ყოვლის ღვთაება ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი