სონეტი 68
ნებამან სიტყვა და სიტყვამ ცა - სულში იწვიმეს - და ოდეს ნახა ღრმამ წყვდიადი და სატრფოს სახე : მაშინ მოწყდნენ თვალთ და ყოველ ღამ ჩუმად ციმციმებს - ღმერთის ცრემლები ვარსკვლავებად ცვენილი ცაზე ... მერე ღმერთმნ გული ამოიღო და მზედ აანთო - ვითარცა დღე და ვითარცა თვალთა სინათლე , ამყარა სულით მარად მუზად თვისი სამყარო - და დედამიწა სახა სულით ვით სატრფო მნათე ... მთვარე ვითარცა თვისი სული მცველად უდგინა - და ააყვავა თვის ფიქრებით ცისფერ სამოთხედ , ანგელოსები მფარველებად მას მიუჩინა - და მიჯნურ გულის სიყვარულით დღემდე აოცებს ... - მამისა გულის ნებამ სიტყვა - სიტყვამ ანგელნი : სულიწმიდამან დედამ შობა ძე და ნათელი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი