გიორგობა


ადიდებული ალაზანის თეთრი ზვირთები -
გაალმასებულ სულით ისვრის თეთრ მარგალიტებს ,
ოქროს ქალაქი ბუმბერაზი სულით ირთვება -
მიჯნური მტკვარი ეტრფის მცხეთის სიჭეშმარიტეს ...

შლეგი ენგური თითქოს სივრცეს წარღვნას პირდება ,
ბანს ეუბნება თერგი და რბის - ქუხს და ღრიალებს ,
თრთის სუფთა სუფსა და კამკამით სულის ინთება ,
თეთრ და შავ არაგვ ო ერთმანეთს თვალს უბრიალებს ...

იდუმალ ღმერთის თვალს შეწყვეტილ ცისფერი ცრემლის -
მისტიკით გალობს ლურჯი სული ლურჯი რიონის ,
ლურჯი ჰანგებით სულორლესულ ხმალს ლესავს ხვამლი -
და ცისფერ ხორუმს ცეკვავს მთები კავკასიონის ...

ალმასჩოხა და ცმული კაბით თოვლის ხავერდის -
მთიულურს ცეკვავს იალბუზი და ლამარია ,
ტრფიალით უმზერს უშბა თეთნულდს და გრძნობას ვედრის ,
ჰაერში დაჰქრის ლურჯ გალობად ავე მარია ...

ო კრისტალისფერ კაბით მოსილს - თეთრ ჩოხით მკული -
როკვით ქართულით ეცეკვება შხარას ყაზბეგი ,
ეტრფის ლაჰილი პატარძლის თეთრ კაბით მორთული -
ქრისტეს რომელსაც ქედს უხრიან ქართვლის ტაძრები ...

აშენებული დიდოსტატის ოქროს მარჯვენით -
საქართველოს სულს უკვდავების გვირგვინად ადგას :
მხრებზე აუსხავს სვეტიცხოველს ცეცხლის ხალენი -
და ქრისტესკვართმკულ სულით გალობს ფრთაქართულ საგას ...

ცისკრის ვარსკვლავი ტრფობს მზის ქალაქ "იერუსალიმს" -
ჯვარი დაჰნათის სიმაღლიდან იდუმალ მცხეთას ,
სამთავროს თეთრი მონასტერი ადიდებს სტალინს -
და შიომღვიმე მდუმარებით უგალობს ზეცას ...

თავს დასცქერს თბილისს ჩუმი სული თეთრ ნარიყალას ,
თეთრი მთოვარე მოსდგომია ფრთალურჯ მთაწმინდას ,
მეტეხი უმღერს საგალობელს ვახტანგ გორგასალს ,
სამების ტაძრის ჯვარი შესტრფის მზეს ყოვლაწმინდას ...

სულიდუმალი დგას მდუმარე თეთრი სიონი -
და გულს ჩაუკრავს წმინდა ნინოს ვაზისა ჯვარი ,
ცით თოვს მისტიკას სირიუსი და ორიონი -
ფრთალურჯი რაშით ქრის მხედარი ლაშარის ჯვარის ...

მარადისობის სულცეცხლოვან ხმალამოწვდილი -
ცხრაკლიტულს ლეწავს ლურჯ ლომისას ლურჯი ღვთაება ,
ლურჯ მწვერვალიდან ლურჯ ზეცისკენ ხელებაწვდილი -
თრთოლვით ლოცულობს ლურჯ გერგეთის ლურჯი სამება ...

ო ანანური და უბისა სულით ციალობს -
მზის სხივი ანთებს ნეკრესსა და ერთაწმინდას ,
სამთავისსა და ყველაწმინდას - და წყნარ იყალთოს -
ფრთა გაუშლია თოვლისფერი თეთრ ნიკორწმინდას ...

ბოლნისის სიონს - დავითგარეჯს და ბებრის ციხეს -
და ფრთაიდუმალ ისტორიის მწვანე მონასტრის :
რა შეედრება ტყეში ჩაფლულ მწველ სისამოთხეს -
ფრთაჩუმ მარტყოფის ლურჯ ღვთაების ცისფერ მონასტრის ...

საოცარია კაცხის სვეტი - ძველი ვარძია ,
წვავს სული მაღალ ლოცვად ნთებულ თეთრ ალავერდის ,
შუამთა - ზარზმა - სამწვერისი - ქართვლის განძია ,
ო მწუხარეა ნაზი სული ცისფერ შატბერდის ...

ცრემლი სდის იშხანს - ლურჯ არტანუჯს - ოპიზას - ხანძთას ,
ეალერსება ცისფერ ხახულს მზე მთაწმინდელი ,
ნანგრევებიდან გრგვინავს სული იდუმალ ბანას ,
ოშკს ეფერება იოანე ნათლისმცემელი ...

ცრემლს თოვს აია სოფია და მისი ნუგეში -
ცის უსასრულო სიყვარულის კაბადონია ,
სატრფოს უმღერს და საოცრების ცისფერ უბეში -
თეთრ რაშებს ხედნის იდუმალი კაბადოკია ...

შეუმოსია კარუგდებელს იდუმალება -
და შავნაბადას კლასიკური ქუხს გიმნაზია ,
აწვიმს ვარსკვლავურ ციმციმებით ცის მდუმარება
და უკვდავების ცისფერ ჰანგებს თოვს გივარგია ...

წამომართულა მოწამეთა ვით გოლიათი ,
თავს მოსდგომია ცისფერ ბაგრატს თეთრი გენია ,
დავითის გულით ჰგუგუნებსა დიდი გელათი ,
აწრთობს ღვთის შვილებს მამა ღვთისას აკადემია ...

ლურჯი ილორის ღვთაების ხმა ქუხს ლომურ ღრიალს -
სულით მგრგვინვარებს ეკლესია თეთრი გიორგის ,
თეთრი ირემი თავს დასცქერის ლურჯ გალაქსიას -
და უფლისციხე ჰიმნებს მღერის კაცობრიობის ...

ფრთაებს შლის სული ლურჯ ყინწვისის ლურჯ ანგელოსის ,
მნათ ბეთანიას ო ამშვენებს თამარის ხატი ,
რეკენ ზარები ლურჯ მონასტრის ლურჯ სამრეკლოსი -
და გრგვინავს ზეცა : მაღალ ღმერთის - დიდების ტახტი ...

მზიანი ღამის ოქროსფერი ზარები რეკავს -
ო ყოველივე მოგავს ეხლა ნაზ ღვთიურ ზღაპარს ,
ბედის მწერალი ანთებულა და ქართულ ზეცას -
არქმევს იდუმალ "ლურჯ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს" ...

ასასწაულებს წმინდა ნინო უცისფრეს ბოდბეს ,
სასუფეველის ფიფქი ათოვს ლურჯ საამორეთს ,
თეთრთ ამბორთ ჩუქნის მზეთუნახავ "ბლონდ" ანგელოსებს ,
ბრწყინვალებს ნეფე - ქორწილია საიადონეთს ...

ნაზად ძგერს გული მკერდკვართჩაკრულ სიდონიისა ,
მთელი სამყარო სიყვარულის ღმრთაებას ჰმონებს ,
სული დომინუს *ადონაი იადონისა* -
უიადონებს თეთრ მადონებს და ცისფერ დონებს ...

ო მის დიდებას ქართველი თავს ვით არ შესწირავს -
თავდავიწყების აქ ჰანგი ჰქრის თავისუფალი ,
ცალ ხელში ვარდი - მეორეში ხმალი უჭირავს -
ანთებს ივერთა ფრთაგმირულ სულს უფალთუფალი ...

უშიში გული - მარლთმადიდთა სულის მშობელი -
სიმამაცეა ვაჟკაცობის ცისფერი ნიშა ,
თოვლისფერ ბაფთას მკერდზე აბნევს მზე ღვთისმშობელი -
სპეტაკი სულის მანდილოსნებს სიწმინდის ნიშნად ...

ო ქართველები - უძლეველი ღვთის მეომრები - 
გმირთა ვარამით ატარებენ უქარქაშო ხმლებს ,
მნათ სიმართლისთვის ღრიალებენ ბერი ლომები -
ქრისტეს უზრდიან მებრძოლ მხედრებს - მეფეებს და მღვდლებს ...

ოქროს თავთავით ჰბიბინებსა ველი "ელისეს" ,
სამას არაგველს შეხვედრიათ ღვთისგან წყალობა ,
დროშებს შლის ცაზე გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე ,
ასი ათასი აქ მოწამის ისმის გალობა ...

დიდგორის სულმა თავგანწირვით იცის შეტევა ,
ო ძან დიდია ჩვენი ვეფხვი - კახი ერეკლე ,
ოქროს ქნარს უკრავს წამებული ნაზი ქეთევან -
თავდადებული ვარდებს ისვრის მეფე დემეტრე ...

ნანა დედოფალს გვირგვინს ადგავს მზე მირიანი ,
სააკაძის ხმა შიშის ზარს ცემს მთლიან ინდოეთს ,
ყამარს იტაცებს ლურჯ კოშკიდან მხნე ამირანი -
და იბერიის თეთრი რაში ლურჯ რუბიკონს კვეთს ...

აკაკი უმღერს სულიკოს და წუხს ვით გამზრდელი ,
ციურ ნოტებს თოვს თმაჭაღარა ჩუმი ყანჩელი ,
მთას შემომდგარა საქართველოს მარად თანმდევი -
და ქუხს ილია ვით უკვდავი თეთრი აჩრდილი ...

წიგნი უშლია გოგებაშვილს ლურჯ დედა-ენის ,
იგავ-არაკებს წერს მოხუცი იგ სულხან-საბა ,
ნოდარ დუმბაძე ხასიათს თოვს ქართული გენის ,
უხდება ანა კალანდაძეს რითმების კაბა ...

ჰანგებს უგალობს მგე მაცხოვარს გურამიშვილი ,
ათენებს სულით ფარნავაზი მზიურ ზედაზენს ,
უკვდავ მიზნისკენ ქრის მერანი ბარათაშვილის ,
ვაჟას არწივი კამარას კრავს ქართულ ზეცაზე ...

თეთრი მთიები სიყვარულის ცას ათინათობს ,
სულში ბრდღვიალებს ქართულ ცისკრის ცეცხლის ენები ,
მიჯნური მთვარე ავთანდილობს - მზე თინათინობს ,
გრგვინვა-გრიალით ქრიან გალას ლურჯა ცხენები ...

ოქროს დალალი გაუშლია მნათ გვირგვინოსანს -
იისფერ ჰანგებს ჩუმად გალობს ნაზი ნესტანი ,
უპყრის სადავე ხელსა მოყმეს ვეფხისტყაოსანს -
შავ ცხენს აგელვებს სივრცეებში მეფე მგოსანი ...

თეთრ ქარიშხლებად მოგელავე ველურ მუსტანგებს -
ნიამორთა და ირემთ ედემს - ქმნის "ოზი" ფუნჯის :
ზეცაზე ხატავს ფიროსმანი ლურჯ ფარშევანგებს
და მარგარიტას ო მილიონ წითელ ვარდს ჩუქნის ...

თეთრწვეროსანი აქ ჩუმად დის მოხუცი კვერთხით -
და მაღალ უფლის ხელთუქმნელი ქუხს ანჩისხატი ,
ო იბერია დაცულია ღვთისმშობლის კვართით ,
თავის დროს ელის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ...

სულთავისუფალ ქართულ ცაზე სულმოციალე -
მზისშუბოსანი ქრის თეთრ ცხენით წმინდა გიორგი ,
ადიდებს დიადს ო გიორგი იგი ბრწყინვალე ,
აქ ყოვლისშემძლე მარჯვენით ქუხს მზე დემიურგი ...

ვისიზმრებ ქართულს და მოვგევარ მის მიჯნურს შეშლილს -
სულს შემოქმედურ სიარტისტის ქარები ჰქრიან ,
ამ სილამაზეს სიყვარულით ნატიფად შექმნილს -
გულით სულუკვდავ საქართველოს სახელი ჰქვია ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი