ნაზ ბარბარეს


ნაზ სიმღერას მღერის არე -
ვარსკვლავიან ცა წევს ფარდებს ,
და ზეციდან თეთრი მთვარე -
თეთრ ამბორთა ისვრის ვარდებს ...

ხატავს სულთა სილაჟვარდეს -
და სხივთა ვალსს მონარნარეს ,
ახელს თვალებს სავსე მთვარე -
გულში იკრავს ნაზ ბარბარეს ...

ჩახუტება ანთებს თრთოლვით -
მთვარეს თეთრად მოკამკამეს ,
იისფერ თვალთ ამოკოცნით -
ათოვს ჰანგი მზიან ღამეს ...

თეთრ სულიდან მნათე ლოცვით -
გულის ტუჩზე მუზას კოცნის ,
თრთის ცისფერი ანგელოსი -
ვით ნაზ იის სული მორცხვი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი