დიდი მესხი
ერთი მოყმე არსს მიჯნური - ბრძოლის ველზე არის ვეფხვი , ქარიზმაა სტიქიური - ჩვენი დროის დიდი მესხი ... მეომრული ფრთების გაშლით - გავს გავარდნას ზოგჯერ მეხის , ქრის სივრცეში ფრთაებგაშლილ - თეთრი რაშით პოეტ მეფის ... მზერა მოსდევს არწივული და გული აქვს მგრგვინვარ ლომის , იცის ქუხვა არნახული - მან თავადმან ქართველთ ტომის ... ბრძოლის ჟინით ბობოქრობდეს - მშვიდ ბუნებით გულ-ანგეში : არვინ არის მისებრ ქროდეს - სიმართლეზე სულ-ნაგეში ... ესე ყაროს ღმრთის მტრებს ფეთი და აუვსოს ძრწოლვით გული , ო რა სიტყვა - რა ილეთი - იცის გმირმა აბრაგული ... ოსტატურად ფარიკაობს - გავარდნილი თეთრ ფირალად , ხელი სულით დაგელაობს - ქვეყანაზე ქარიშხალად ... იგ გალანტი თმაწეწილი - არის სულით მგე ტიტანი , ვით ისარი გასროლილი - მიზნისკენ ქრის თეთრ მერანით ... დიდ და კეთილ სდევს იდეებს - მებრძოლ გულის უშიშ ძგერით , წვდება უთქმელ სიმაღლეებს - თეთრ მოწამის თეთრ სიმღერით ... მარად უსმენს და სულ ესმის - ლურჯ სამყაროს მაჯის ფეთქვა , ამ ფეთქვით და მღერით ლექსის - სულის სუნთქვას ეტრფის თეთრთა ... ვით მზე მეფეს ვარსკვლავების - მოსევს ნათლის ღაღადება , მის გულს შვენის უკვდავებით - სიყვარულის დიადება ... ღადილა ცა ევასება - და სიცოცხლის ჰანგი მწველი , ხან მოგავს მზის დაბნელებას - არსს სიწმიდის რისხვით მცველი ... სიყვარულთან ერთარსება - პოეზიის თეთრ მესიის : ესეთია შეფასება - ცათა მაღალ ეკლესიის ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი