სონეტი 69


ვთქვათ და დავეცი და აღარ მაქვს ძალა ადგომის -
მოხვიდოდი და დამარცხებულს ამაყენებდი ?
შემასწავლიდი ხელთავიდან ძალას აღდგომის -
ხელს მომაწვდიდი და სწორ გზაზე დამაყენებდი ?

ვთქვათ სისხლს მიწამლავს გველთ ნაკმენი და ვნადგურები ,
გარდამისხამდი განმწმენდელ სისხლს გულის მილებით ?
სასომიხდილ გულს სიცოცხლისკენ მომაბრუნებდი ?
მიმკურნალებდი ტყეში დაჭმულს ველური მგლების ?

ვთქვათ და სევდისფერ ქარიშხალში მოყვა მი გემი -
სულის შუქურას მი სახსნელად თუ აანთებდი ?
რომ ვკვდებოდე და გადარჩენა შეგეძლოს ჩემი -
ნაზ სიყვარულის ნაზ ამბორით გამაცოცხლებდი ?

-

ჩვენში რომ იყოს სიყვარული ღმერთივით დიდი -
გავაღმერთებდით - თუ ჯვრიდან მკვდარს გარდამომვხსნიდით ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი