სონეტი 70
შეგიმოსია დიადება სულით იდუმალს - მზისფაფარაშლილ ლომს მოგევხარ სიცოცხლის მეტრფე , აღმერთებ გულით ლურჯ სამყაროს მეფა ამორძალს - და უკვდავების მზიურ ზეცას მეუფებ ნეფე ... თეთრ რაშით მქროლვარ ორლესულის მფლობელ მეომარს - ჯერ ისევ ვერ გცნობს ეს სამყარო უფალ ომის ღმერთს , ო ქედს მოუხრის ყველა შენს სულს და შენს მხნეობას - ვაი იმათ ვინც ვერ შეგიცნობს მბრძანებელ თვითერთს ... მრისხან თვალების ცეცხლოვანი მზერით დადაღავ - თვით ლუციფერის ბოროტ სულზე უბოროტესი , მზეს უზენაესს გულის ტახტის მნათედ დასახავ - მშვიდი მეუფე - თუმც მებრძოლი უბობოქრესი ... - მთლიან სამყაროს შენ აერთებ ანი-ჰოესი და სიყვარულით სულთ აოცებ უსათნოესი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი