სონეტი 71
სფინქსი მეუფე მუზების და მზე სიყვარულის - ეს მე ვარ ჩუმი - ანგელთ მეტრფე - თეთრი მგოსანი ! მი სამეფოა ს უ ლ ი ს ც ა და სამყარო გულის - ეს მე ვარ - ღმერთი ! - მე ვარ მეფე გვირგვინოსანი ! სულ არაფრისგან - ყოვლისა და ყველაფრის მქმნელი - ეს მე ვარ - მე ვარ ყოვლისშემძლე მდუმარე ბერი ! *ამიტომ ვბძანებ როგორც მეფე სამყაროს მცველი - სიჩუმე იყოს ოდეს ზეცა ცრემლებით ვმღერი* ! მი ბრძანებაზე ქედს იხრიან მაღალი მთები - და სტიქიები მქუხარ ჰანგით იწყებენ გრგვინვას ! ამიტომ ვბრძანებ და როს ვბრძანებ დაკეცეთ ფრთები - სიჩუმე იყოს ოდეს რისხვით უფალი ვგრგვინავ ! - მსუფევი სულით უკვდავების სხივთა მთოველი - მე ვარ ! - ეს მე ვარ მბრძანებელი ყოველ მოვლენის !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი