სიყვარულის სულს
პოეტ ღმერთს ქვეყნად აანგელება - ნაზ ფრთების ჯვარზე გაკვრად უჯდება , მთვარეულ სულის იდუმალება და სიდიადე ამ ლექსს უხდება ... ღამის ღვთაება დათრთის სივრცეში - ქნარზე სიჩუმის უკრავს მუსიკა , ლურჯი სინაზის ოკეანეში - ვცურავთ ლივლივით მე და მისტიკა ... გულში ფაქიზი სიმშვიდე სუფევს - და სათუთ თრთოლვით აფიფქავს სიმებს , მისტიკა თვალებს ნაზ ხილვებს უსევს - მზიანი ღამე სულში ციმციმებს ... მწველი ვით სატრფოს სახის ნათება და ნაზი როგორც ცრემლის ამბორი , ვით სიყვარულის სულით ანთება - ისე თრთის ირგვლივ მუზიკა შორი ... ხმების წიაღში ცისფერ ჰიმნებად - შეერთებულა და ადის ცამდე : ჰანგი შექმნილი ღვთის სადიდებლად - ადიდებული სიყვარულამდე ... ვერცხლის მშვილდიდან მთოვარე ისვრის - ვარსკვლავურ ზღაპრებს ნაზი ციალით , სულის მიღმიურ დუმილში ისმის - ანგელოსების ფრთების შრიალი ... ლურჯი გალობა აწყდება ბაგეს - ფრთები უშლიათ ლურჯ სერაფიმებს , მნათე შლის ცაზე ვერცხლისფერ ბადეს , ზეცა სულს ათოვს ოქროსფერ წვიმებს ... ოქროსფერ ნოტებს ა-ცა-მღერებენ - ამურესები ოქროს არფებზე , სამოთხის ჭიშკრებს ჩუმად აღებენ - ქერუბიმები ლურჯ ცისკარებზე ... მთოვარე ტკბება მზესთან პაემნით - ზართ რეკავს წამი უცისფერესი , სულში ციაგობს ნაზ ბრწყინვალებით - ქრისტეს სასახლე - უმზისფერესი ... ციდან სინაზე ლოცვად იღვრება - და ვით ხატის წინ მთრთოლი სანთელი : ო ღვთაებრივი ცეცხლით ივსება - იწვის ამ გულში ახლა ნათელი ... როგორც ცისკარი სხივთა არულით - ზეცაზე სულის ავარსკვლავებად : შემოდის სულში მზე სიყვარულის - და იბადება ნაზ უკვდავებად ... რეკავს ოცნება ძველ სამრეკლოსი და ცას უგალობს ნაზი მთიები : ყველა ქართველში შვი ანგელოსი და უთეთრესი შეაბი ფრთები ... სინაზით სავსე აჩუქე გული და წმინდა გრძნობით უნთე არსება , რომ სისპეტაკით ყვაოდეს სული და მზეთ ემსგავსოს მათი 'ხატება' ... ნახტომს ირმის და ცის ნიამორის - გალაქსურ ტბაზე ვალსის მცეკვ გედებს : აჩუქე სხივთა ნაზი ამბორი - სული შთაბერე გულის ცის ხედებს ... ია-ვარდებს და შროშან-ზამბახებს - უნაზეს პეპლებს და სპეტაკ მტრედებს : მგალობელ ბულბულთ და ცისფერ ბაღებს - მზევ მადლი თოვე უცისფრეს ედემს ... ოქროსფერ სულის ამომზევებით - მიუალერსე და ააყვავე , ო სიყვარულო შენ უკვდავების - ხარ სულმზიური ყოვლის სათავე ... მთელი სამყარო შენს გულში ყვავის - შენ კიდე კაცის გულში ეტევი , შენ სულკოსმიურ გევხარ ლურჯ ყვავილს - რომელიც აფრქვევს სულნელს სუფევის ... სულით მიჯნური ცეცხლის ფრთაება - აღმერთებ სპეტაკთ იდუმალებას , მზევ შვი სულნი ვინც ქალში ღვთაებას - ღმერთკაცურ გულით ეთაყვანება ... მეფურის მეტრფე ქალწულ ქალღმერთთა - ღვთიურ მშვენებით ცაზე ანთება , ო მეც მანახე მი გულის ღმერთას - ღვთაებრივ სულის ნაზი ნათება ... ახატე სულში მზე მეფას სახე - რომ მექცეს ხატად და ნაზ ზმანებად , დიდება ღმერთო შენს მარად სახელს და შენი გულის წმინდა განგებას ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი