ტრფობა სიყვარულის სასუფეველია


მოგავს ელეგანტურ ლედი ლურჯ პანტერას
და დედოფლობს ნაზი ცას ირმის ნახტომის ,
ადგას შარავანდი ქალღმერთ ლურჯ პლანეტას -
მეტრფის ღამის ზეცის თეთრ ვეფხვი "ფანტომის" ...

მზის ხატება მოგევს ცეცხლის ფრთაებ გაშლილ -
ცეცხლის ფაფარიან სულს სფინქს ლომთალომის ,
მის სუნთქვაზე ყვავის - ის გავს ცოტა შეშლილ -
ყოვლის მოყვარ მიჯნურს - მთოვარს თეთრ გალობის ...

ანთებს შროშან მთვარეს ვერცხლისფერ ლაჟვარდით -
სხივთა ალერსს ჩუქნის ნაზად მყვავ ლურჯ ზამბახს ,
ასი ათას სხივით მნათე ცეცხლის ვარდი -
ოქროსფრად ანათებს გალაქტიკურ დარბაზს ...

რაღაც ზე მოტივით სულზე ეფერება -
ვარდი შროშანსა და შროშანი კი ზამბახს ,
ხედავ მათ სხივების ცისფერ ამბორებას ,
გრძნობ მათ სიყვარულის უკვდავების ზღაპარს ?

მთვარე ალერსს ათოვს სულის ოკეანეს ,
მზის სულიერ კოცნებს ტრფობენ სატრფოს ტუჩნი ,
პლანეტა ფრთალურჯი "მიჯნურ მამას და ძეს" -
გულის ცრემლით გაზრდილ ნაზ ყვავილებს ჩუქნის ...

კოსმიური სული თრთის ნაზ სიყვარულით -
ცა ლურჯ ზმანებების ფიფქთა მთოველია ,
მზიურ ბუნების სულს ეტრფის ქრისტეს გული -
ტრფობა სიყვარულის სასუფეველია ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი