სონეტი 73


ო ანგელოსო - ჩემო ედელ - მიყვარხარ ქრისტეს -
და მეტრფე შენი ნაზ არსების მციმციმ აისის :
შენ სიყვარულის სამახსოვროდ ყვავილს ვქმნი ცისფერს -
მსურს სულ ყვაოდე თეთრ სიტურფით ედელვაისის ...

ჩემი შენდამი წმინდა გრძნობის მასში ჰანგთ ვაფრქვევ -
მზის სხივთ ალერსით ის შენ სულის ფერებით ყვავის ,
ფრთარომანტიულ წვით ვხატავ და შენს სახელს ვარქმევ -
ო ჩემო ედელ ამ თოვლისფერ ედემის ყვავილს ...

შენთან შეხვედრა თეთრ პაემნით მი გულს ანაზებს -
შენ აისი ხარ თეთრ სამოთხის ცისფერ საღამოს ,
მი უკვდავების ო მარადის ენთები ცაზე -
ო ჩემო ედელ - ჩემო მუზავ - თეთრო ვარსკვლავო ...

-

ნაზ ედელვაისს სულზედ გმოსევს სპეტაკი არსი -
დავაგვირგვინო თეთრ ამბორით მსურს ჩვენ სულთ ვალსი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი