სონეტი 74


ოქროს უდაბნოს და სილურჯეს ოაზისების -
უგალობს სული ფრთაუნაზეს ფაქიზ ზამბახებს ,
წყდება სიტურფე გულის ცისფერ ფერედისების -
სისხლისფერ ვარდთა ფრთამეწამულ წითელ ლაჟვარდებს ...

ცისფერ კესანებს - იასამნებს და ნაზ გვირილებს -
ტიტებს და კალებს - ფრთათოვლისფერ ედელვაისებს :
მორცხვ ფრთალურჯ იებს და სამეფო ფრთათეთრ ლილიებს -
სიყვარულის მზე ჩუმ ამბორით ათოვს აისებს ...

ფრთანაზ ნესტანის ქართულ მანდილს ზეცა ადიდებს -
ქართველ მადონებს წმინდა გრძნობა ათინათინებს ,
ამაისებს და სხივთა კრთომას სულალმასისებრს -
აწვიმს ღრუბლები გულმიჯნურთ და აავთანდილებს ...

-

ცის ათი მუზა გულიდან თოვს ნაზ ათინათებს -
სასუფეველი სიყვარულის სულში ანათებს ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი