სონეტი 75


ო ანგელოსო შენ ლურჯ თვალთა გრძნობას ვესავ მე -
სინაზით გევხარ უსათუთეს ცისფერ კესანეს ,
შენ ფაქიზ სულის ვყვარობ ფერთ და ვეტრფი ზეცამდე -
შენ ცისფერ თმების ტალღისფრად შლილ ნაზ ოკეანეს ...

შენ ხარ მიზეზი ჩემში შობილ ცისფერ ცრემლების -
ნება მომეცი შენს წინაშე სინაზით ვენთო ,
ო მთელ არსებით მიყვარს სითბო შენი ხელების -
შენ ხარ ყველაზე ახლობელი და საიმედო ...

ო შენ უნაზეს ცისფერ ფრთების მწველი ამბორი -
მი გულს უთქმელი სიფაქიზის გრძნობით აწამებს ,
ვიწვი შენ ჭვრეტით - სულს ათრთოლებ სულნიამორი ,
ო მი ამორე გმადლობ რომ სულ - მჩუქნი ნაზ წამებს ...

-

მე შენს სიტურფეს ვეტრფი გულით და სულით გჩემობ -
ო მი მფარველი ანგელოსი მიყვარხარ ჩემო ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი