სონეტი 76
სულნელს უნაზესს - უნატიფეს გულიდან აფრქვევ - და თითქოს ცეკვავ ლურჯ სამაის ლურჯ შადრევნებით , გულათრთოლებულს მარად მათრობ და თავბრუს მახვევ - თმებშარავანდმნათ ღვთაებრივი სულის მშვენებით ... ნაზ სიყვარულით აყვავებულ მციმციმ სავსების - სილილიისფრე შელექია შენს სათუთ ბაგეს , მარადისობის ფერით ნთებულ შენ ნაზ არსების - სულმოლივლივე ლურჯ ალებმა გული დადაგეს ... ლურჯი ვუალი გიფარავს ნაზს უტურფეს სახეს , ტანზე აგისხავს ლურჯ ატლასთა თუთა სიცისფრე , შენს ფრთანაზ სულის სიფაქიზეს და სიზამბახეს - ვუგალობ და ვტრფობ შენს მნათ თვალთა მწველ სიიისფრეს ... - შენი სინაზე ჩემში ბადებს უცისფრეს ნათელს - გაღმერთებ მუზავ სულზამბახურ ფრთამუქლურჯ ანგელს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი