ფრთალურჯ სულიწმინდას


ფრთალურჯ მარადისობის და დიად სიყვარულის -
უკვდავების ზღაპრული - თავგადასავალია ,
მი ფიფქმთოვი სიცოცხლე მოტრფიალე ფარულის -
ფრთაიდუმალ მუზების ნაზი კარნავალია ...

უცისფრესი სულისა ოცნებისფერ ედემის -
ნაზად აგალობებას ბულბულ-იადონების :
ზამბახ-ედელვაისთ და ია-შროშან-ვარდების -
ვყვარობ სულამზეებას ანგელოს მადონების ...

მანთებს ამურ მთოვარეს სხივთა უსათუთესი -
მარადიულ მშვენების სითეთრით მოვარვარე :
ნისლიან ბრწყინვალების კაშკაში უნათლესი -
ცეცხლოვანი მზეთამზე დედოფალი ბარბარეს ...

მლივლივა ემოციის ვყვარობ ალერსს უცისფრესს -
პლანეტარულ სინაზის ლურჯი მაგდალინელის ,
ლურჯ ღრუბლების მიღმა ვჭვრეტ ნაზ მზეს უუნატიფესს -
ვარ რაინდი მიჯნური იისფერ ღვთისმშობელის ...

ცათა ცის ამურესა სულნიამორ მარჯორის -
გალაქსიურ გულიდან ვეტრფი თეთრი ირემი ,
სამყაროსფერ ბაგეთა მომუქლურჯო ამბორი -
მიყვარს უიდუმალეს ნაზ ქალწულ მერიემის ...

ო გტრფობ მარადისობით მეფათმეფა ღვთაება -
გულმისტიკურ გრაცია მზეთამზე ლურჯ "ისიდას" ,
ლურჯ სამყაროს ზამბახურ მანდილოსნურ ხატება -
მსურს ამბორი მოგიძღვნა ფრთამუქლურჯ სულიწმინდას ...

ო ნათლთ-ნათელო მნათევ - დღე ხარ უცისფერესი ,
ხან ვარსკვლავურ ლურჯ კაბით შემოსილი ღამე ხარ ,
აის-დაისთ მთრთოლ ფერთა ფეთქვა უსაოცრესი -
ხან მზე ხარ ოქროსფერი და ხან თეთრი მთვარე ხარ ...

ხან მთებივით მშვიდი ხარ - ხან ვულკანის ფრქვევა ხარ ,
შენ ბუნების სული და ოთხ სეზონის ბრუნვა ხარ ,
ცისარტყელას ფერებით შემოსილი დივა ხარ -
მი მარადი სატრფო და მი ფრთანაზი მუზა ხარ ...

მწვანე კაბით სულშემკულ მოყვავილე ლამაზმანს -
გულთმტაცებელ ავაზა ნაზ გოგონა გაზაფხულს :
გეტრფი სულოქროსთმიან და სიტურფით კაშკაშა -
ძუ ლომის ხატებიან ლედი ცეცხლით მნათ ზაფხულს ...

ღამე ციცინათელათ და ვარსკვლავთა ნაზ კრთომას -
ოდეს ეტრფის ქვეყანა და ედემის ცას ნატრობს :
მოოქროვილ კაბიან ვეფხ ქალღმერთ შემოდგომას -
სულში ქარიშხლად ნთებას და ფოთლების ჯაზს გნატრობ ...

მათრობს ის შორეული ფიფქთა თეთრი ზღაპარი -
ოდეს თეთრი ოცნებით - სულთეთრ სამოთხეს ხატავ ,
ვეტრფი იმ სისპეტაკეს როცა თეთრი ზამთარის -
თოვლის თეთრი ინფანტა - ირგვლივ ფანტელებს ფანტავ ...

წვიმის მუზით მოსული სულის ნაზი მუზიკა ,
ფიქრში ქარად მქროლვარე ბობოქარი ქალი ხარ ,
მიწის მაჯისცემა და ცეცხლის სულის მისტიკა -
სიყვარულის სტიქიით მყვავი დედოფალი ხარ ...

ხეების ჩურჩული და ტყის ნაზ სიოს ქროლვა ხარ ,
ოკეანის ღელვა და ზღვის გრიგალიც შენა ხარ ,
შენ ცისფერი ნისლი და მწვერვალების სუნთქვა ხარ ,
სუყოველთვის ჩემში ხარ - ყველგან ვარ და ყველგან ხარ ...

ხან ცოლი ხარ - ხან და ხარ , ხან ძმა ვარ - ხან ქმარი ვარ ,
ყველაფერში შენ გხედავ - ო ყოველში შენა ხარ ,
დედა ხარ თუ ასული  -  ო ძე ვარ თუ მამა ვარ ,
მაინც მარად შენი ვარ , შენ ხარ - მე შენ მიყვარხარ ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი