სონეტი 77


ო სისათუთის მწველ გამებით იცის ბრწყინება -
შენმა სიცილმა და უცისფრეს შენმა ღიმილმა ,
შენი ნაზი ხმა სიფაქიზედ გულს ეფინება -
ყვითელ მზის გულა გოგონა ხარ ნაზო გვირილავ ...

თეთრი ედემის შენთვის გალობს ო ეს ზმანება -
ჩემმა თვალებმა სიყვარულის მუზად გიცნესა ,
ბაღში ყვავიხარ როგორც ცათა თეთრი ოცნება , 
ბაღში ყვავიხარ როგორც ნაზი თეთრი პრინცესა ...

შენ გულთან მოაქ ცისფერ ზეცის ჩუმი ძახილი -
ღვთიური ცეცხლით ნთებულ სხივთა მზიურ მუსიკას ,
ო არ არსებობს მზე ღმერთამდე შორი მანძილი -
თუ ჩვენში გალობს ქრისტეს სული გრძნობის კლასიკას ...

-

ო რა კარგია თვალებით რომ ერთმანეთს შევხვდით -
ჩვენ ქრისტეანულ სიყვარულით მსოფლიოს შევცვლით ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი