ეჩევერია
გიზგიზა კაბა ფრთანაზს გაცვია - ვარდისფერ-ყვითელ გრადაციების , შეგიმოსია სულზე გრაცია - და ყვავი ნაზი ემოციებით ... ყვავიხარ თითქოს ცეცხლის ფერებით - თითქოს ალერსი გქონია ცეცხლთან , ამ ლექსის სხივთა მწველ ამბორებით - დაგაახლოვო მსურს ცეცხლის მზესთან ... ოქროსფერ მნათეს სხივთ ელვარება - ანთებს კოცნებით გრძნობების ქუჩებს , ო შენ სულს თითქოს მზის ეცეკვება - ცეცხლოვან ტანგოს ტუჩები ტუჩებს ... ცეცხლისფერ კაბას იხდენ მა ტანზე - შენზე ოცნება მწველი ფერია , ეს ცეცხლის კოცნა მსურს ვუძღვნა ბაგეს - სულცეცხლოვანო ცეცხლის ფერიავ ... სულფრთამეწამულ დაისისფერი - გევხარ ნაზ ქვის ვარდ ეჩევერიას , იხარეთ მადამ და სულღვთისფერი - გწყალობდეთ მარად მზე ივერია ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი