სონეტი 72


ცისკრის ვარსკვლავზე შეყვარებულ მზიან ღამის ცა -
*ჩვენ სიყვარულის საიდუმლო ლურჯი წიგნია* ,
ვის ღირსებია ქვეყანაზე ჩემო მსგავსი წვა -
ო ენიგმაა ეს გრძნობა და გულის სტიქია ...

როს ლურჯ კოსმოსზე ლურჯ ტალღების ღელვა იწყება -
ცა ჩუმად გალობს ზღვის ლურჯ გულში რაა ფარული ,
*ო აბსოლუტურ მთრთოლვარებით თავდავიწყებას
და ფრთაუნაზეს თავგანწირვას გავს სიყვარული *...

ფრთასულმიჯნურთა რას გრძნობს ზეცა მიუწვდომელი -
ო პოეზია იგებს მხოლოდ მათ ნაზ ნაუბარს ,
მერე ივსები წმინდა გრძნობით და სულუთქმელი -
მზე მდუმარებით გულთა შორის იწყებს საუბარს ...

-

ჯვარს გაკრულ ვარდის ფრთამეწამულ სულის წამებას -
არა აქვს ბოლო მგე სიყვარულს მაღალ სამების ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი