სონეტი 78


ანგელოსურად ნაზად მციმციმ მტრედისებრ სულის -
ო გტრფობ თოვლისფრად ფრთაქათქათა თეთრ სერაფიტას ,
ტიტანურ გრძნობით და ამ გრძნობას ფრთაჯვარცმულ გულის -
მე შენ გაღმერთებ უთქმელ თრთოლვით ო მარგარიტა ...

ო მარადის ვარ და ვიქნები შენ სიყვარულის -
თეთრ ჰანგით ქნარზე მგალობელი სულის მგოსანი ,
მი თეთრ დედოფალს და გულთმისან მენცარს ფარულის -
მსურს რომ მოგიძღვნა სულიდან ეს თეთრი შროშანი ...

თეთრ ემოციით ანთებს მი გულს შენი ხატება -
მშვენება შენი ღვთაებრივი სინატიფით მწვავს ,
თეთრ ენერგიით ავსებს მი სულს შენზე ოცნება -
შენზე შექმნილ ლექსთ ვეფერები ვით საყვარელ ქალს ...

-

მი თეთრი მუზა ფრთასპეტაკი ნაზი დივა ხარ -
სევდისფერ კვნესით თეთრ ცრემლების მე შენ მიყვარხარ ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი