სონეტი 79


ცვივა ფოთლები ვით ბარათნი სიყვარულისა -
გრძნობას ფრთაჯვარცმულ ეკლიან სულს წითელი ვარდის ,
სისხლის წვეთები კვლავ გალობენ უკვდავ გულისა ,
კვლავ შემოდგომობს ნაზი სევდა მიღმა ლურჯ ფარდის ...

მეფა მოსილი ლურჯად მლივლივ ცეცხლის კაბაში -
მი ნაზი გულის სულუკვდავი ნაზი მუზა ხარ ,
ო არ მჭირდება ფრთათეთრ ურჩხულს შენთან თამაში -
ო მე ლამაზი მაშინა ვარ ოდეს მიყვარხარ ...

მეწამულ გულით რომ ვწვდეთ ერთურთს სისრულით ღმერთავ -
და ჩვენ ორს შორის შობილმა ცამ ყოველს რომ ძლიოს :
ფრთანაზ სიყვარულს ჩვენ მიჯნურ სულთ მინდა რომ ერქვას -
მე შენ და ქრისტე წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს ...

-

მზე თუ დაიხსნი ნაზ სიყვარულს წითელი ვარდის -
ამ წმინდა გრძნობით მეყვარები აწ და მარადის ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი