პოეტი ღმერთი
სადღაც შორეულ ცის მწვერვალზე ბრწყინავს მარადი - სავსე ოქროსფერ კოშკებით და ეფემერებით : ცას გამოკრული თრთის ჰაერში ოქროს ქალაქი - და საძირკველთგან ცისარტყელას დის ჩანჩქერები ... ოქროს ბულვარებს მზის სხივები მოსევს ხალასი - ასათას სხივით ნათობს ზეცის ოქროს ვერსალი : ქალაქის ცენტრში ბრწყინვალ ქრისტეს ოქროს "პალასი" - დგას ვით მზეებით მობრდღვიალე ყოვლის მწვერვალი ... ქარვის ბროლება ამარტისფერ მწვერვალებიდან - ალმასებისა და ლალების თოვს სხივმნათ სიზმრებს , იაგუნდების და სმარაგდის ბრწყინვალებიდან - ისვრის ამური სიყვრულის ელვისფერ ისრებს ... უკიდეგანო ლურჯ კოსმოსის ოკეანეში - ვარსკვლავებს იჭერს ვერცხლისფერი მთვარის ანკესით , მერე აბრუებს სიფაქიზის სიმთრთოლვარეში - და გულში ჩაკრულს თავბრუს ახვევს ცისფერ ალერსით ... უკვდავ რიტმების მაესტრო და თეთრი მგოსანი - მიქელ-ანჯელობს და ოცნებებს ჩუქნის მნათ მხატვრებს , ხელში უჭირავს ვარსკვლავების კრიალოსანი - და მარცვლავს ლოცვებს ვით უცილოდ ასახდენ ნატვრებს ... სატრფოს ლურჯ თვალებს ტრფობს თრთოლვით და მოდილიანობს - და ელანდება თვალებს მიღმა მზე ანგელოზი , სიყვარულია მისი მუზა და მით მთლიანობს - ამ წმინდა გრძნობის ფერებით წამს აპოთეოზი ... გრძნობაში პოვებს "ევრიკას" და ცის არქიმედი - ო გალანტურად წითელ ვარდებს ისვრის ხელიდან , გულგალაქტიკა ტალანტი და მზე შემოქმედი - მოვლენილია ღვთის დიდებად ლურჯი ზეციდან ... ლურჯი ედემის მებაღე და მხნე ფენომენი - ვით ღმერთპოეტი უფლისწული ბაღში დის მარტო , მთვარის სონატას წერს ინსტინქტით ყრუ ბეთჰოვენის - და ფანტაზიის ჰანგით მნათე სულით მოცარტობს ... აქ - ალფა მგელს და მგე ომეგას - ცეცხლში სათავე - საწყისი ხმაა და სასრულის მებარიტონე , პირველ მეეტლის ხელთ უპყრია ოქროს სადავე - და ზეცა იცნობს უკანასკნელ მეფაიტონედ ... მზისფაფარაშლილ ლომს მოგევს და ქუხვით მგრგვინვარებს - ოქროს მანტია მხრებმოსხმული იგ გენიოსი , ოქროს ეტლში ბმულ დააქროლებს ცეცხლისმფრქვევ რაშებს - მზიური სულით სხივთმთოველი ვით ჰელიოსი ... ატარებს სახელს ადონაი იადონისა - გვირგვინოსანი იგ მეფეა და სიონის მზე , გულს მირქმული აქ ოქროს ქნარი აპოლონისა - და თეთრ ბახუსით მთვრალი გალობს ვით დიონისე ... ედელვაისურს ტრფობს და უყვარს ცა ზამბახური - ია და ვარდი და შროშანი მისი მუზაა , სარანგს უპყრია და მის ფარზე გამოსახული - შიშის ზარმცემი ო გორგონა იგ მედუზაა ... ხან მზის - ხან მთვარის სულზე მოსევს სხივთა სტიქარი - დღე-ღამის უფალ მიჯნურს ქვია მნათე ორსახა , სულის ველებზე თეთრ რაშებით დაქრის ვით ქარი - და შეშლილივით ხარხარებსა : ხა ხა ხა ხა ხა ... პოეზიის "ოზს" და მუზების ციერ მბრძანებელს - მძლე მარჯვენაში მაგიური უპყრია კვერთხი , სულით წვდება და შეუძლებელს ხდის შესაძლებელს - ო კვერთხის დარტყმით სასწაულებს იქმნის მზე ღმერთი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი