სამებისი 12


ფრთაფაქიზი ეგ სული და შენი გული ღვთისფერი -
მე შენი არსება მათრობს - სატრფო ხარ სამოთხისფერი ,
მომნუსხველ ღიმით მათრთოლებ - მზერა ნაზი და მზისფერი ,
სულს შენი სახება ათოვს - ნაზ იის სიმორცხვისფერი ...

ვენთები - ფიფქვით ანთებულ - სულთ ამბორს იასამნისფერს -
ოდეს გულიდან ბარდნი და ხატავ ფრთალურჯი მადონა ,
ხატება შენი თოვს მი სულში ოცნებას სიყვარულისფერს -
იდუმალი და ტურფა ხარ სულმოიისფრო გოგონა ...

გრძნობათა ფრთანელ ნოტებით გულს მყვავი მწველი მუსიკა -
შენ სიყვარულის სუნთქვა ხარ და უკვდავების კამკამი ,
როდესაც ლურჯ ვალსს ვცეკვავართ ვეტრფი იმ წამთა მისტიკას -
ანგელოზურად მიყვარხარ ნაზი ზმანება ლურჯ ღამის ...

-

თრთი თვალებში სათუთი ვით სასუფევლის ჰანგი მწველი ,
ედემის და მარად ზეცის მშვენება ხარ მზე ანგელი ,

ცის გრაცია ლურჯი მუზა ო მოგევხარ ფრთალურჯ იას -
წმინდა გრძნობით ნთება ქვია ჩემ შენდამი ფრთანაზ ტრფიალს ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი