სონეტი 81
თეთრ აფროდიტეს შარმით მთოვი ო შენ ხარ ლანდი - შენს ნაზ არსებას მთრთოლ ათინათთ ბრწყინვა ამშვენებს , თეთრ ანგელს თავზე მოგსდგომია მზის შარავანდი - ო ვტრფობ შენს თმების სხივთ-ელვა-წნულ ცისფერ შადრევნებს ... სულზე აგისხავს თითქოს ღელვა ზღვის თეთრი ქაფის - თეთრი ვარსკვლავი სულის მუზა და მნათე მზე ხარ , უმწიკვლოება გმოსევს ტურფას თეთრი სადაფის - ო თეთრ კაბაში მთვარისებრ მნათ პატარძალს გევხარ ... ო მელანდება შენ თეთრ სახის უცხო ნათება - ზღვის გულს ვპარავ და ყელზე გაბავ თეთრ მარგალიტებს , იაგუნდისებრ ლურჯ თვალების ლოცვად ანთება - შენ სულს თეთრ ცრემლთა ჩუმად თოვა ანეფერტიტებს ... - ამბორს ვუგზავნი ბაგეების აქვამარინებს - სატრფოვ შენ გულის ნაზ სიყვარულს ვუთვლი ამინებს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი