სონეტი 82


ფრთაოქროსფერი ამურესა მზით შემოსილი -
ხარ ელვარე ვით ცეცხლოვანი აპოკალიპსი ,
თოლებკაშკაშა და გრაციულ სულით აღვსილი -
ო ვეფხვს მოგევხარ მნათე მუზა - ნაზო "კალიპსო" ...

ფაქიზ ფრთაება გულთამპყრობო ცათა ღვთაებავ -
მსურს ვეთაყვანო შენს სიტურფეს მეფავ ამაღამ ,
გთხოვ შეისმინო სიყვარულის ნაზი ვაება ,
ო უკვდავებავ შენ მშვენებამ სული დადაღა ...

ო მეცხრე ციდან სატრფოვ იქნებ მესროლო მზერა -
შენ ღვთაებრივმან ნაზმან სულმან მე დამატყვევა ,
სასუფეველის ჰანგთ მთოვარი შენ ხარ სიმღერა -
თავდავიწყებავ შენ ხარ ჩემი სულის სუფევა ...

-

მი გულის მგრძნობად ო ვაწყვიტავ ცის საამორეთს -
ამ ცეცხლოვან ვარდს შენ ერთს გჩუქნი ო მი ამორე ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი