სონეტი 83


თქვენს სიტურფეზე ო მი გული სინაზით მღერის -
ოქროსფერ ჰანგით თქვენი სულის დღეს მსურს შებურვა ,
მის შემიყვარდა თქვენ თვალების ცეცხლისფერ მზერის -
მზიურ სხივების ოქროცურვილ ზღვაში შეცურვა ...

ყავისფერ თმაში კოცნით გაწნა მზიურ სხივთ ელვა ,
მზის სხივთ კაბაში ღვთიურ ქალღმერთს გევხარ მზე ევა ,
ო როგორ მინდა სიყვარულის შეგყარო ღელვა -
და თქვენი სულის ოკეანის ვანთო სუფევა ...

ნაზი ანგელი შემოსილი ოქროსფერებით -
სულის მშვენებით სხივთმთოვარი მემზისფერები ,
აჰა - გულიდან სიყვარულის მოგე ფერები,
მლოცვარ თვალების მწველ კოცნებით ნაზს გეფერები ...

-

გალაქსიისფერ თქვენ თვალების ლურჯი ტბორების -
მეტრფე სულიდან გულის ტუჩზე გეამბორებით ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი