სონეტი 84


ფრთამოფარფატე სულვარდისფერ სულნელოვან ვარდს -
გევ გულმწყაზარი პოეტესა სინაზე ქალი ,
გიყვარს და ეტრფი მზის ოქროსფერ სხივების ლაჟვარდს -
და გულში იკრავ სიყვარულის ფერებით მთვრალი ...

მეფის ტრფიალის ფაქიზ რწმენით ასათუთებულ -
ცისფერ მუზიკით ფრთამგალობელ გულის მწვერვალებს :
ალერსი ვუძღვნა მსურს თქვენ სულის ნაზ წვით ანთებულ -
ანგელოზების ნაამბორალ თაფლისფერ თვალებს ...

ამ ლექსის სულმა წმინდა გრძნობით გემთხვიო ხელზე -
ქართულ მანდილის მატარებელს გულიდან გლოცავ ,
ოქროს სხივები მზიურ ამბორთ აგკიდო ყელზე -
მსურს ცისფერ ტუჩებს მივახატო ამურის კოცნა ...

-

მზიურ სხივთ ყვავილთ თაიგულად კრული - ვით გუნდა -
შემოგაფანტო სიყვარულით ეს ლექსი უნდა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი