სონეტი 86


ხარ ხელოვანი ამურესა ფრთანაზო თეა -
თქვენ ნაზ არსების ო ვეტრფი მნათ მუქლურჯ მწვერვალებს ,
სხივოსან მხატვარს გული გიდგას ქალღმერთი "გეას" -
და შენი ფუნჯი ბადებს ქალურ სულის ვერსალებს ...

შენი ცის მუზა გულთ უდაბნოს მხურვალე მზეა ,
ო პრინცესა ხარ ნაზ სამოთხის ცისფერ ზღაპარის ,
წყარო თქვენ ფიქრთა სასუფევლის სიფაქიზეა ,
ო თქვენ უნაზეს სულის მნუსხავს ლურჯი ტაძარი ...

ქალწული გევხარ შვლის თვალება ლედი ნიამორს ,
ო ეგ თვალები უთქმელ გრძნობის ფერთა მნათეა ,
ოდესმე ღმერთი უკვდავების გაჩუქებთ ამბორს -
და ანგელოსის ფრთებს შეგასხავთ ნაზ "გალათეას" ...

-

თქვენი სამყარო თან ატარებს ლამაზ იდეას ,
ცისფერი კოცნა მსურს რომ გიძღვნათ ლურჯ ორქიდეას ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი