სონეტი 88
ვუჭვრეტ თქვენს სულის სინარნარეს და სილაჟვარდეს - და თქვენი გულის აღსარებას ჩუმად ვიბარებ , თქვენი ოცნება ო ვნატრობ რომ არ შემიყვარდეს - რადგან უნებრად ყველას გულს ვტკენ ვისაც ვიყვარებ ... შევეხებოდი ცისარტყელას იდუმალ ფარდებს - და წმინდა გრძნობის უკვდავებულ სულს ნაზიარებ : ო მოგიძღვნიდით სიყვარულის სისხლისფერ ვარდებს - რომ ვიცოდე რომ მოვუშუშებთ ერთურთს იარებს ... შევადარებდი მონა ლიზას მისტიურ ღიმილს - თქვენს ნაზ ბაგეზე დაცვენილ სხივთ - ციმციმით მარებთ , მარადისობის გაჩუქებდით ვარსკვლავურ სიცილს - ო აგიხსნიდით პრინცესას რა გასაოცარებთ ... - ო რომ ვიცოდე ცა რომელიც მზეს შემიფარებს - სევდისგან შეშლილ მივუსევდი მიჯნურულ ქარებს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი