მენატრები


ცნობიერების შეძენიდან ამ წამამდე, მარად და ყველგან მენატრები... მთელი არსებით მენატრები... შენი მზიანი თვალებით მენატრები... შენი წამწამების ნარნარით მენატრები...შენი მოხატული ნაკვთებით მენატრები... შენი ყოვლისშემძლე ღიმილებით მენატრები... შენი ბავშვური სიცილებით მენატრები... შენი სისხლისფერი ბაგითურთ მენატრები... შენი მთვარიანი სახითურთ მენატრები... შენი ლამაზი გულით მენატრები... შენგან წამოსული სითბოთი მენატრები... შენი მშვენიერი სულით მენატრები... შენი შინაგანი სამყაროთი მენატრები... ჩემი დედოფალი მენატრები... უზომოდ მენატრები... ძალიან მენატრები... მხატვარს მენატრები ანგელოსი... და გხატავს ეგ ღიმილი ამ წამს...
2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი