მზე სიყვარულის


მზიურ  სხივებში ყვავის სამყაროს ფერთა ბუნება,
ვარსკვლავთ  ბიბინებს სამოთხის ველი უცხო სინაზით,
სულის წამღები სიტურფით თრთთიან და მათით თვრება,
ეამბორება ყვავილთ პეპელა ჩუმად, მიპარვით...

ბროლის კამკამა სამკაულებით მინამულ იებს -
თოვლისფერ შროშანთ და დედოფალთსწორ უნაზეს ვარდებს -
ლურჯად ზიმზიმა ზამბახებსა და მორცხვ იასამნებს -
სათისხალიან ყაყაჩოებს და გეორგიანებს -

მზიურ გვირილებს - კამელიებს და ცისფერ კესანებს -
მაგნოლიებსა და კინამოებს - გულთმისანთ გულის -
ედელვაისებს და ორქიდეებს - მნათ მზესუმზირებს -
ეალერსება - კოცნით აღვიძებს - მზე სიყვარულის...

2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი