მიღმიერის ამბორი
რამე თბილი მინდა გითხრა, მინდა ძლიერ გაგახარო, მაგრამ არ არს ქვეყნად სიტყვა - ის სინაზე გამოხატოს... უცხო კოცნად სულს შემოდის და სიყვარულს აგვირგვინებს, ო ის გრძნობა ჩუმად მოდის, ნეტარებით გულებს გვივსებს... იმ სინაზით მოგეფერო, რომელიც არს უკვდავთ შორის, მინდა, მაგრამ არ არსებობს - ქვეყანაზე ის ამბორი... მინდა წამი რომ შეჩერდეს, მინდა ცოტა გაგაოცო, გული გულთან რომ შეერთდეს,სულით სულზე მსურს გაკოცო... ციდან ვთოვდე შენთვის ვარდებს და გყვარობდე შენ - ერთადერთს, მინდა ისე შემიყვარდე, როგორც უყვარს ღვთაება ღმერთს... მსურს ამ გრძნობის უკვდავება გჩუქნიდეს ნაზს - მეგა ფრთეებს, სულ მინდა რომ გიმღეროდე სიყვარულის ტკბილ სიმღერებს... მინდა რამე თბილი გითხრა, მინდა ძლიერ გაგახარო, მაგრამ ქვეყნად არ არს სიტყვა ის გრძნობა რომ გამოხატოს... ჩუმადა თოვს სულ სხვა გამებს ქვეყანაზე ის სინაზე, და თუ იგრძნობ სულ გაწამებს უხილავის სილამაზე... რადგან ვერსგზით შეეხები - თვით გაღვიძებს ნაზ ამბორით, მიტომ მარად ვიტანჯებით მიჯნურები ტრფობით შორით... - მინდა წამი რომ შეჩერდეს - იმ სინაზით რომ გაგათბო, გული გულთან რომ შეერთდეს, სულით სულზე მსურს გაკოცო... 23-05-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი