იიისფრე
გრძნობები თოვენ იისფერ ფიფქებს, როს სისათუთე თრთის ნაზ გულებში, ათოვს ექსტაზი უნაზეს ტუჩებს, ფრენენ ფრთაები მუქლურჯ ღრუბლებში... და სულის გულით გკოცნი ბაგეზე - არსებას ნაზს და ქალს გასაოცარს, იის სიმორცხვე დაგკრავს სახეზე, უმანკო გრძნობით ამოა კოცნა... იისფერ სულის ღვთიური გამა - ამ სიყვარულში იწვის და დნება, მწველ ნეტარების უტკბესი ნანა - ეშვება ციდან - ტუჩზე გადნება... სიფაქიზე და სინაზე სუფევს - სიიისფრეა სასუფეველში, მიჯნურის სახელს გარქმევს მეუფე, შენ ხარ ღვთაება იებით ხელში... - ვატან ფიფქებს შენს გულისკენ მოიისფრო ცის ამბორებს, აფრთიანდი ფიქრით ღვთისკენ, იიისფრე მი ამორე... 23-05-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი