ქეთის ზმანება


თეთრი ღრუბლები შლილა სივრცეში,
მიველტვი ნათელს თეთრი პრინცესა,
სრული სიმშვიდე დაჰქრის ჰაერში,
ვდგევარ და ვუცქერ ულურჯეს ზეცას...

მხედრულ აბჯარში მოსილი ბიჭი,
ვერცხლისფრად მნათე და თეთრ ფრთაება,
თეთრი მებრძოლი უზენაესის,
ღრუბლებში ჩნდება იგი ღვთაება...

ვიღაცა აწვდის ლურჯ პერგამენტებს,
რის შემდგომ ბიჭმა იწყო აფრენა,
ვით ზმანება ქრა და გაცდა ღრუბლებს
და ამას მოყვა სხივთ-ვარსკვლავთცვენა...
-
დამარხულ არსა ქართული ენა,
სამარხს ის გახსნის ვინც ამზიანდა,
თავზედა ადგას კაცი მოვლენა -
რკინისა კუბოს - უცხო იარაღს...
-
ნამდვილ ქართული სილამაზისა
მზეთუნახავი მეფე თამარი,
თავზე გვირგვინით, ამაყად ნაზი,
მეზმანა სიზმრად ქალი ზღაპარი...

აღუწერელ მის მშვენიერებას -
შვენოდა დარდი საქართველოზე,
ხელში ეჭირა დავითის ფრესკა,
რეკდნენ ზარები ლურჯ სამრეკლოზე...

წმიდა გიორგის მეკეთა ჯვარი,
ცხრაკლიტურს ტეხდა ხარი წიქარა,
თეთრად ბრწყინავდა თეთრი ტაძარი,
ზღვაზე აენთოთ თეთრი შუქურა...
-
უძველეს ოქროს სასახლის დარბაზს -
ამშვენებს ოქროს თორმეტი სვეტი,
ირგვლივ მწკრივებულ თორმეტ ტახტრევანს -
ყავს თორმეტი მზე მეფე პოეტი...

მოჩუქურთმებულ კედლებს და თაღებს,
მოვარაყებულ ოქროთი ავეჯს,
მარად უქრობა სანთლიან ჭაღებს,
ოქროსფერადი ციმციმი დასდევს...

დარბაზის შუა - მაღლებულ ცენტრში -
დგას მეფა მზისა დიდების ტახტი,
მის წინ გაშლილა სავალსო ჰოლი,
ტახტზე ბრძანდება ნათელი სახის...

მისსა ოქროსფერ კაბასა წყდება
ზეციერ ნათლის იდუმალებით,
ბრჭყვიალება და ელვარება
საოცარ სხივთა ოქროსალების...

ვერ მიედრება ეს ბრჭყვიალება
მისი არსების მზიურსა ნათელს,
მის ხატების სხივთ ბრწყინვალება
სასახლის დარბაზს სინათლით ავსებს...

მოწყენილი და ჩაფიქრებული -
მტკიცე და ბრძენი ვითარცა მეფე,
ცის დედოფალი კეთილი გულის
ადიდებული მოელის სეფეს...

მის წინ ჰაერში გამოკიდულა
უფლისა თვალად ოქროსი სკიპტრა,
რომელშიც ხედავს რის ხილვაც უნდა
ულამაზესსა "მზეკლეოპატრას"...

სკიპტრას თავს ადგას ბროლისა სფერო,
სადაც ჩანს თუ როგორ ადიან ზეცად -
თეთრად მოსილი სულები კაცთა,
რომელ სიკეთით დიოდნენ ქვეყნად...

28-03-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი