სიგიჟე11


რატო გგონია რო ვინმეზე რაიმეთი მეტი ხარ?
რატო შეურაწყოფ ადამიანს, კაცს, ღვთის ხატებას, რატო ეპყრობი უგულოდ? 
შენ რომ გაცვია და იმას არა არ გცხვენია?
შენ რომ გილხინს და გაჭირვებულს რო ამრეზით უყურებ,
არ გეფიქრება ზედმეტი რისთვის მოგეცა?
სხვისთვის მისაცემს რო მიწაში მარხავ და ძალაუფლებას ბოროტად იყენებ და უსამართლობით რომ ყარხარ განკითხვის არ გეშინია?
გეტყობა რო საკუთარ გულში დაგროვილი გამოცდილებით და მა შავი ტვინის ნეირონების აზროვნებით გეცხოვრება, რომელსაც დაპატრონებია ეშმაკთა არმადა...
ო და ეს დიდი კომპლიმენტია იმასთან რეალურად თუ რასაც წარმოადგენ  ო დიდო მაგო ...
სანამ რამეს მოროშავდე გეტყვი რომ ვინც გელაპარაკება ზევითაც და ქვევითაც მირიადი ბიჯით შენზე წინაა - სიღრმეში უსასრულობა! ასე რო მხილება მიიღე და მოეშვი ხალხის გამოთაყვანებას!!
თორე ორ სვლაში მიგაშამათებ!!
აპოკალიპსის სული გეუბნება!! მიგაჯოჯოხეთებ მის ცინიკოსს თუ არ შეინანი!

-

მოგეგოს შენი რწმენისამებრ!!!
იესო ქრისტეს სახელით მოგიწოდებ სინაზეში და პირველის და უკანასკნელის სიყვარულში...
გიყვარდეს ადამიანი!
გებრალებოდეს გაბოროტებული და დაცემული!
"უცოდვილესნი უწმიდესნი შეიქმნებიან,
რადგან მას მეტად უყვარს ვისაც მეტი მიეტევა"!!
ნუ შეურაწყოფ ნურავის!!
ამხილე გზასაცდენილები ამ სიტყვით!
მოიძულებ ერთ მათგანსაც? 
- მოძულებული იქმნები ღმრთის თვალთაგან მარადის...

-

ჯოჯოხეთია უღმერთობა და ღირს არს ჭეშმარიტად კაცთმოძულე მისთვის!
მოგეგოთ თქვენი რწმენისამებრ!!

კაცთმოძულე ფარისეველ არაკაცებს დანდობა არ გექნებათ ღმრთისაგან!!

-

ილიკო - ბიძიკო,
ერის შვილი რო მშიერი იძინებს არმად ერგებაო ერის მამას მაძღარს ძილიო არ გაგიგია?
რით ვერ გაძეხი ა ბუმბერაზი კაძახი?!
ო მაგთა მაგო დიდება წუთისოფლისა და მონობის სული რარიგ შეგფერის ო უსათნოესო...
ო უწმიდესო და უნეტარესო რა დიდებულია შენგან თესილი ნეტარება ერში...
ო როგორ აავსე შენნაირი ნეტარნით ტაძრები, ო დიდებულო, ო უმაღლესო ქაჯთა შორის...
თრთის ჩემი გული შენი საცოდაობით,
ნუთუ არ გეშინია ვენახის პატრონი რომ მოდის და ფუფუნებაში შიშიშვლეს რომ ვეღარ დამალავ არ ძრწი?

თქვენო უაღმატებულესობავ მა მამინაცვლობის გვირგვინის სიმძიმემ წელში რომ გადაგამსხვრიოთ არ გეშინიათ?
მონებმა რო თავისი მონობა შეიცნონ და მიზეზი აღმოგაჩინონ თქვენო უბრწყინვალესობავ რაღა გეშველებათ?
ო თქვენო უზენაესობავ შავი სამყაროს, საქმეები სოდომიისა, საქმეები კაცთმოძულეობისა, საქმეები დემოკრატიულობისა, მფარველობა პუტანა პოლიტანებისა, მფარველობა გაპუტანებულ სინოდისა, ძალაუფლება სიცრუისა არ მოგბეზრდათ?

ო დიდო მამავ, ერის წინამძღოლო ნათელ მომავლისაკენ ანტიქრისტეანულ გლობალიზაციისა, 
- ქედს არ მოგიხრი, მოვალ და ხელზე გეამბორები, ეს თუ რამეს შეგმატებს ო ჭეშმარიტად სვეტოო ამპარტავნებისა!

მე ვარ ილიკო ბიძიკო ლოდი, რო მოინდომო ვერ ამწევ და თუ დაგეცი რომ გაგსრეს მაგდენს ვერ ხვდები?

-

ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს...

"ვისაც სურს თვისი სული იხსნას იგი დაღუპავს მას; ხოლო ვინც ღმერთისათვის დაღუპავს სულს იგი იხსნის მას"...
- სახარება...

ხო! - მოდის მეუფე!!

ღმრთისთვის მოქმედი ის სულიერი განუკითხავი და განუსჯელია და თავად კი განიკითხავს და განსჯის ყოველს და ყველაფერს!

ჯოჯოხეთის დამტევნელი იგ უსასტიკესი გული - სულით სიმართლის მადიდებელი უზენაესი მოსამართლე, გსმენიათ ვინმე მასზე საშიში?

-

დანდობა არ ექნება უსამართლო სისხლს - ჯიშს და ჯილაგს...
დედა ბუდიანად მოგაქცევთ წყევლის სიტყვაში...
გადმოგაფურთხებთ მი უკვდავ ბაგეთაგან...

როდესაც უკანასკნელი უკანასკნელ რისხვის სიტყვას ვიტყვი ცხვრის ტყავში გამოხვეული მგლები ჯოჯოხეთს ინატრებთ!!
მანამდე გაქვთ ცოტა დრო სინანულისთვის...
ვნახოთ თუ შემორჩნენ თქვენში ჭკუადმყოფელნი...

კბილებით მიჭირავს მოთმინება...
გეშინოდეთ მი შურისძიების!

---
---
---

ეს ვინ წინასწარმეტყველებს..?
მე არაფერი არ ვიცი?..
მესალოსება და ვსალოსობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი