სიგიჟე6


ტარტაროზიდან აუშვეს...
დედამიწაზე მიუშვეს...

შავმა ყორანმა დემონური ფრთეები გაშალა...
სიკვდილივით ბნელი თვალები ააბრიალა...
საშინელი, შესაზარი წყვდიადი ააგრიალა...
წყევლა და უსაშველო ჭირი დაატრიალა...

ჯოჯოხეთური ცეცხლი მიწაზე ააალა...
უკან მოსდევს დაცემულ ანგელოზთა ამალა...
ბრდღვინვით და მძვინვარებით დაიღრიალა...
დემონთ კაცთა მოდგმის წამება დაავალა...

შიშის ზარი დაარისხა მზაკვარმა...
ადამიანი დაიმონა ეშმაკთ მთავარმა...
ამპარტავნება იქადაგა ანტე მოძღვარმა...
სატანას ხატი აღმართა ანტე მხატვარმა...

პაპმა ლუციფერს აღუვლინა ლოცვა...
ილია მეორემ მართლმადიდებელთ შეულოცა...
ორთავემ თვის ხატზე ერი ალოცა...
ორთავემ იუდასავით ქრისტეს ლოყაზე აკოცა...

ლამაზად შეფუთული "წმინდანები" "მეუფეობენ"...
ფუფუნების ენაზე მაგენი მეტყველებენ...

საცდური მაგენისგან მოდის, ლოდი აიკიდეს...
30 ვერცხლად ქრისტე ღმერთი გაყიდეს...

არ იციან რომ ღმერთთა ღმერთის მახვილი მოსრავს...
თვის მამაც მეომრებს ლპობად სულებზე აღძრავს...
დედამიწაზე არსებულ ყოველნაირ ბოროტებას აღგავს...
არ იციან რომ სამყაროს უზენაესი სამართალი მართავს...

-

ედემის მწვერვალიდან აუშვეს...
აბობოქრებული დედამიწაზე მიუშვეს...

თეთრმა არწივმა უზენაესური ფრთეები გაშალა...
ყოვლისმხედველი ელვის მფრქვეველი თვალები ააბრიალა...
ზეციური, შემაზარები ნათელი ააგრიალა...
ლოცვა-კურთხევა და მადლი ღვთიური დაატრიალა...

სასუფევლის ცეცხლი მიწაზე ააალა...
უკან მოსდევს ღვთის ანგელოზთა ამალა...
უზენაესურ მრისხანებით მბრძანებელმა დაიღრიალა...
ღვთის შვილთ კაცთა მოდგმის ხსნა  დაავალა...

სიმამაცის ზარი დაარისხა დიადმა...
თავისუფლების სულით გვიხმო ანგელთ მთავარმა...
სიმდაბლე იქადაგა მელქისედეკ მოძღვარმა...
უზენაესის ხატი აღმართა მნათე მხატვარმა...

გაბრიელმა ღვთისმშობლისადმი აღავლინა ლოცვა...
ფეხითმოსიარულემ მართლმადიდებელთათვის ილოცა...
ორთავემ ქრისტეს ხატზე ერი ალოცა...
ორთავემ ქართველის ქართული სული დალოცა...

შიშველი სიმართლით წმიდანები მეუფეობენ...
უზენაესურ ენაზე მაგენი მეტყველებენ...

სიყვარული მაგენისგან მოდის, საქართველოს ანათებენ...
ქრისტეს მოსვლისათვის ქართველთ ამზადებენ...

მათ იციან რომ ღმერთთა ღმერთის მახვილი მოსრავს...
თვის მამაც მეომრებს ლპობად სულებზე აღძრავს...
დედამიწაზე არსებულ ყოველნაირ ბოროტებას აღგავს...
მათ იციან რომ სამყაროს უზენაესი სამართალი მართავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი