სიგიჟე2
ფენიქსი ყოველ ხუთას წელიწადში ერთხელ კვდება და ცოცხლდება... --- იერიქონის საყვირის ხმა არ გესმათ??? --- ცოცხალ ჭადრაკში არსებობს-გამოცოცხლდა ფიგურა, მეწინავე, რომელსაც ძალუძს, ერთი ბიჯი უკან, ცამეტი წინ სამასსამოცი გრადუსის ნებისმიერი მიმართულებით... მისთვის არ არსებობს კედელი და დაბრკოლება... უზარმაზარია მისი შესაძლებლობები... --- "ხომ არ დაგნიწყნივართ მე ვინ ვარ?! ისევ აქა ვარ!!! მე სიმართლეს ვამბობ!!! თუმცაღა იმდენად ურწმუნონი ხართ, ჩემი უბრალოება და გულწრფელობა, პირდაპირობა გაცდუნებთ... გულმოწყალებაც სისუსტედ ჩამითვალეთ... ჰაჰ..." --- --- --- "სამოცდაჩვიდმეტგზის ვსთქვი, არ მისმინეთ!!! უგულო და მოღალატე, ორგული, რომ არ დაზოგოს, ღმერთს ნამდვილად აქვს მისი უფლება... --- ამ ჯოჯოებსა და ქაჯებს, დედაკაცთ სათნო სახე ზედ რომ გადაუცვიათ და დავიწყნიათ თვისი მანდილოსნობა-კლდემამოსილება მე ქართველებს ვერ ვუწოდებ!!! ჭორიკანა, უზრდელ კაცუნებს, ბოროტეულს მიხამებულ ყურმოჭრილ მონებს, რომელთაც დავიწყნიათ ცოცხალი ღმერთი, მე ქართველებს ვერ ვუწოდებ!!! მსგავსებთან მე რა მესაქმება?! შევარცხვინე მაგათი ნამუსი... წყეულიმც იყოს ყოველი უღმერთო და უსამართლო!!! დაე დედამიწაზე აღარ მოიხსენიებოდეს მსგავსთა სისხლის ნატამალი!!! ის რაც ღვთისაგან მომეცა არ დავთმობ!!! ის რაც ეშმაკისგანაა, წყალსაც წაუღია!!! ვფიცავ უზენაესს, მარადიულს, მუდამ ცოცხალს, ყოველივე რაც ითქვა კანონისდაძალად დადგენილია და აღსრულდება!!! ვფიცავ აღარ იქნება დანდობა და შეცოდება!!! ვფიცავ აღარ იქნება დრო!!! მოაწევს იგი, რასაც იმსახურებს ეს გაფარჩაკებული, ურწმუნო თაობა!!!" --- --- ------- ოდითგანვე და დღესამომდე, სიყვარულისთვის მტერს, ქართველი კლავდა ან ზედ აკვდებოდა... --- საკუთარ მე-სათვის ბრძოლაში არ უნდა დავმარცხდეთ!!! უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ!!! --- სიტყვა მართავს მსოფლიოს!!! --- საჭიროება აერთიანებს, სიყვარული ამთლიანებს... ---
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი