პირველი ძახილი


ნინოობას გილოცავთ ქართველებო...
-------------
უფალო გთხოვ მომცე ნება და ძალა, რათა ის რაც განვიძრახე წარმოვსთქვა აღწერდეს სრულებით ყოველივე იმას რაც შენგან ვისწავლე და მივიღე.
--------------
გაიძახიან ძალა ევროპაშია. მსგავსი ძალა რუსეთშიცაა და იყო იმ ჟამსაც როდესაც საქართველომ მას დაუკავშირა თავისი მომავალი. ალბათ მაშინაც იგივე მიზნები გვამოძრავებდა. თითქოსდა და უკეთესი მომავლისაკენ გადაიდგა ნაბიჯი.
ერთადერთი ჭეშმარიტი ძალა ღმერთშია. მე დიდი სურვილი მაქვს საქართველომ და ყოველმა ქართველმა მას დაუკავშიროს თავისი მომავალი. და იმ ღირებულებებით, იმ მიზნებისა და ღირსებებისთვის იბრძოლოს რაც მისგანაა კურთხეული და დაფასებული.
----------------
ის ძალა რომელსაც ესე ლამაზად შეფუთულს გვაწვდიან ჩვენ, დიდი ხანია ჩამოშორდა ჭეშმარიტ ღმერთს. ეს ძალა ბატონობს და იმონებს მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს და ერს რომელსაც თავისუფლება ძლიერ სწყურიათ. ეს ძალა აშენებს ბაბილონს დედამიწაზე, რათა გამართოს მასში სოდომი და გომორა. რათა დაიმორჩილოს და მართოს უსიყვარულობით, სიძულვილით, სიძვით, ღალატითა და ტყუილით, მოკვლითა და დაღუპვით.
ყოველი ქვეყანა რომელიც გახდება იმ ბაბილონის ნაწილი განადგურდება. ყოველი ადამიანი რომელიც შეგნებულად მიიღებს მონაწილეობას მის მშენებლობაში მოკვდება ორი სიკვდილით და წაიშლება ყოველი მისი არსებობის კვალი.
რადგან ყოველივე რაც უსიყვარულოდ მოქმედებს და უსიყვარულობას ემსახურება, არ არის მოსაწონი ღმერთისთვის. და მას აქვს უფლება, შესწევს ძალა რათა თავისი ადგილი მიუჩინოს ყოველივეს, გაანადგუროს ის რაც უსარგებლოა და სიკვდილს ემსახურება.

დადგენილ დროს ყოველივე აღსრულდება მისი ნებისამებრ. ყოველივე მიიღებს თავის პირვანდელ სრულყოფილ სახეს. ყოველივე იქმნება სრულქმნილი და იმ სრულყოფილების ნაწილი რომელიც ერთადერთმა ჭეშმარიტმა ღმერთმა-სამებამ ერთარსმა, მამამ, ძემ და სულიწმიდამ დააფუძნეს ჭეშმარიტი სამართლიანობითა და სიყვარულით, ყოველთა უწინარეს, ჟამთა შექმნისთანავე.
----------------------
მე, მონა ღვთისა გიორგი, ქართველი ქრისტიანი, თავისუფალი ქრისტეში და მის სიყვარულში, გეუბნებით თქვენ, რომ თქვენს ღმერთს, თქვენს მფარველს ყოველჟამს, ბევრად მეტი შუეძლია მოგცეთ თქვენ, საქართველოს შვილებს, ვიდრე მთელს დანარჩენ მსოფლიოს ერთად აღებულს.
საქართველოს, თქვენს სამშობლოს, შეუძლია ბევრად მეტი მოგცეთ, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ან იოცნებოთ. საქართველოს შეუძლია ბევრად მეტი მისცეს მსოფლიოს, იმაზე მეტი რაც მთელს დანარჩენ მსოფლიოს შეუძლია მისცეს საქართველოს. არ დაემონოთ მათ.

თქვენს ენას, ქართულს, სიტყვას, ძალუძს ყოველივე. და ის აღემატება ყოველივე ხილულს ამ სამყაროში. სიტყვაა ერთადერთი ძალა, რომელსაც მორჩილებს ყოველი, სიტყვისგან იშვა ცა და დედამიწა. განწმედილ სიტყვას ძალუძს ყოველივე. 
მე გეუბნებით თქვენ, რომ დღესდღეისობით დედამიწაზე არ არსებობს ქართულზე სრულყოფილი ენა, შემეცნებისთვის, შემოქმედებისთვის, სიყვარულისთვის, ადამიანთან და ღმერთთან ლამაზი ურთიერთობისთვის.
მე გეუბნებით თქვენ, ქართველებს, რომ თქვენშია ძალა რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიო, მისი აღქმა შეცვალოს. მე გეუბნებით თქვენ რომ თითოეული ქართველი, თუ ის ღმერთთან მყოფობს თავისი გულითა და სულით, მეტია ყოველივე იმ ხილულ და მატერიალურ სამყაროზე რაც ადამიანმა შეუძლია შეიცნოს. 
მე გეუბნებით თქვენ რომ ერთი ადამიანიც კი რომელიც შეიცნობს ღმერთს საკუთარ თავში, აღემატება ყოველივეს რაც ირგვლივაა.
თუმცა ის არ აღემატება მეორე ადამიანს, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია და თანასწორი, თვისი ღვთაებრიობით. ადამიანი ადამიანზე მეტი ვერ იქნება, თუ მას ის უყვარს. რადგან ყველას ეძლევა სული ერთისგან, ყველანი მისი მსგავსნი ვართ, თუ ჩვენში ცოცხლობს მისი ნება, ნება გვიყვარდეს. ყველას ძალგვიძს სრულყოფილი სიყვარული თუ ჩვენში არ არსებობს ბოროტება. ვისაც ვინმეზე მეტი ჰგონია თავი, მას არ ძალუძს მისი სიყვარული, მასში არ მყოფობს ჭეშმარიტება, ის ბოროტისგანაა მასსავით ამპარტავანი.
-----------------------
მე მესმის რომ რთულია მატერიალურ სამყაროში იყო კეთილი და მოსიყვარულე ყველას მიმართ, რთულია ამის გამოხატვა როცა ირგვლივ ამდენი ბოროტებაა. 
მე არ მესმის ადამიანების რომლებიც შენ გაბრალებენ უფალო იმ უსამართლობას რომელიც დედამიწაზე თავად დაუდგენიათ, მე მსურს მათ პასუხი გავცე სიყვარულით, რომ არ ცდუნდეს მათ მიერ არცერთი შენი მორწმუნე. 
მე შენ გთხოვ სიყვარულისთვის და მე ვიცი რომ პასუხი არ დააყოვნებს.
-
ღამეა, ირგვლივ სიმშვიდეა. ლურჯი მდუმარება ეხება ჩემს სულს. თვალებს ვხუჭავ, მე მას ვუსმენ, ვგრძნობ.
მე ვხედავ სამყაროს ადამიანების გარეშე, ისეთივეს როგორიც არის, როგორიც იყო მანამ სანამ ადამიანი დაიმკვიდრებდა მასში. მე ვხედავ ბუნებას, მშვენიერია ყოველივე. ყოველი ბუნებრივი მოვლენა შენს სიდიადეზე, შენს მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. ლამაზია ღამე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ლამაზია მთვარე... ლამაზია გაზაფხული, ყვავილობა, მშვენიერია ჩიტების გალობა. მშვენიერია ზაფხული, თავისი მწველი, ნათელი მზით. მშვენიერია შემოდგომა, ყოველი შენი ქმნილება ნაყოფს იძლევა. მშვენიერია ზამთარი, ფიფქები, თოვა. მშვენიერია როდესაც წვიმს. მშვენიერია ყოველი ბუნებრივი მოვლენა რომელიც შენ შეგიქმნია. მე ვხედავ, ვგრძნობ ამ ჰარმონიას და ვხვდები რომ მასში არ არსებობს არავითარი ბოროტება.
ვხვდები რომ შენ ხარ სრული სიმშვიდე, სრული ჰარმონია, 
სრული სიკეთე, სრული სამართლიანობა და სიყვარული.

შენი სრულყოფილი სიყვარული მოგვეცი ჩვენ ადამიანებს.
გვაჩუქე რა სიცოცხლე, შეგვქმენი სრულად შენი მშვენიერების მსგავსად. დაგვადგინე და დაგვაყენე ყოველივეს ბატონ პატრონად რაც შენს მიერ შეიქმნა.
და გვიწამე ისე, რომ თითოეულს მოგვანიჭე თავისუფალი ნება. გვიწამე მსგავსად საკუთარი თავისა. 

ადამიანს აჩუქე ეს უსასრულო სიყვარულის სამყარო. აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე დედა, აჩუქე მამა, აჩუქე მეგობრები. აჩუქე შენმიერი ნიჭები და ერთადერთი სამართალი დაუდგინე, გწამდეს ჩემი ისევე როგორც გიწამე მე და გიყვარდეს ის ადამიანები რომლებიც მე ვიწამე. გიყვარდეს ისე როგორც მე შეგიყვარე შენ, გიყვარდეს ამ სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად.

ნუთუ სიყვარული არ გვაბედნიერებს? თუ გვაბედნიერებს მაშინ რატომ არ გვესმის მისი?
თუ გვესმის რატომ არ გვიყვარს?
თუ გვიყვარს რატომ ვართ უსამართლონი?
აჰა თქვენ სამართალი, გიყვარდეს. და თუ ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით უსამართლოა და უმადური, ეს მხოლოდდამხოლოდ მისი ბრალია.
რადგან ვერ აფასებს სიცოცხლეს და ადამიანებს რომლებიც შემოქმედმა მას აჩუქა. რადგან ვერ აფასებს სამყაროს მშვენიერებას.
 თუ ადამიანი მისი შეგნებით მიმართულია თვითგანადგურებისკენ და იმის განადგურებისკენ რაც მის გარშემო მშვენიერი და ლამაზია, მაშინ ის ბოროტებისგან მოქმედებს და არ არის მასში ღვთის სული და ღვთის ნება. და ემსგავსება ედემის ბაღის იმ სამოთხის ვაშლს, რომელიც გარეგნულად ლამაზია, შიგნით კი სიმახინჯე და სიდამპლე, რომელიც შობს ბოროტებას მისი გასინჯვისას.
მსგავსი ადამიანების გამოაა სამყაროში ამდენი უსამართლობა და ბოროტება.
რადგან დაფიქრდი და მიხვდები რომ თუ ყოველი იმ შეგნებითა და სიყვარულით იცხოვრებს რომელიც ღმერთმა დაგვიდო სამართალად, არ იარსებებს სამყაროში ბოროტება, იქნება სრული ჰარმონია და სიყვარული და სიკეთე.

ნუ ჰგმობთ ღმერთს, და ნუ ადანაშაულებთ მას უსამართლობაში რომელმაც საკუთარი თავივით გიწამათ და მოგცათ ყოველივე რაც თქვენ ბედნიერს გაგხდიდათ.

არ იწამა ანგელოზმა ღვთის სამართლიანობა და ის გადადგდებულ იქნა ჯოჯოხეთში. მისგანაა ყოველი უსამართლობა და ბოროტება, მისგანაა ყოველი სიძულვილი და ბოროტი.დადგენილ დროს ყოველივე რაც მისგანაა განადგურდება.
რათა იმ რჩეულმა ხალხმა, ვინც ღმერთმა იწამა და ვინც მის სამართლიანობას ეწამა, იცოცხლოს სრულყოფილ ახალ სამყაროში.
ყოველივე ეს გვამცნო ქრისტე ღმერთმა, რომელიც განკაცდა, ჯვარს ეცვა და მოკვდა ადამიანებისთვის. მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა შემოქმედის მიერ. და მოგვცა მან აღთქმა, რომ ვინც მას, მის სიყვარულს და სამართლიანობას იწამებს იცოცხლებს მისთანა დაუსრულებლად.
და ის არს ცოცხალი აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
-----------------------
მისით ვცოცხლობ მე, მისგან მომეცა მე ყოველივე, მისგან ვარ მე და ყოველივე მისგანაა...
ჭეშმარიტი მეგობარი. უფალმა მეგობრობის ხელი გამომიწოდა. მე ვიცი მასზე ერთგული არავინაა. მან მასწავლა სინანული. სინანული იმის გამო რაც მკლავდა. სინანული იმის გამო რომ ვიმყოფებოდი ჯოჯოხეთში მის გარეშე და არ მესმოდა. მე ვინანიებ ყოველ უსიყვარულობას და უსამართლობას ჩემში. მე თუ ვინანიებ ვცდილობ ჩამოვშორდე ყოველ ჩემს შეცდომას, რომელიც შეცდომაა და ვცდილობ აღარ განვმეორდე. ვცდილობ არ ეკუთვნოდეს ბოროტებას არცერთი ჩემი ნაწილი. რადგან მინდა რომ შევიქმნა მეგობრის ღირსი. არ შევცდე მასში და იმაში რაც მან მომცა. მე ვცდილობ მეგობრობას მეგობრობითვე ვუპასუხო.

მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია. მე ეს მესმის.

ზამთარია. უფალი მეუბნება რომ ამ კვირას საუკეთესო მეგობარს შევიძენ. მთელი კვირა მოლოდინი, სიხარულით. კვირა დღეა, თითქოს ჩაიარა. არავინ გამოჩნდა, მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი, გავიცანი ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი, მაგრამ ვერავინ გამიგო, თუმცა ვცდილობდი ვყოფილიყავი გულწფელი მათთან. დაღამდა, რაღაცა მტკივა, ნუთუ რამე შემეშალა? ნუთუ დავაშავე? უფალს ვთხოვ მომიტევოს, პასუხს ველი მისგან. წიგნს ვიღებ, ვშლი სანახევროდ, თვალდახუჭული ფურცელს თითს ვადებ სადღაც შუაში, თვალებს ვახელ და ვკითხულობ 
-და როდესაც დაამთავრა თავისი ლოცვა, მასთან მოაღწია ზეციდან ხმამ, რომელიც ამბობს: "მხნედ იყავ გიორგი, რადგან მე შენთან ვარ". და მაშინვე განიკურნა მისი ფეხები.

იმ დღეს მეგობარი შევიძინე, მისი სახელია წმიდა გიორგი და ის დიდებულია, გვირგვინოსანია უფლისა, ის ეწამა და დაიმკვიდრა მარადიული სუფევა, მიიღო ნიჭები ღვთისაგან რათა ყოველი მისი მორწმუნისა და მთხოვნელისათვის მიეცა წყალობა. ის დადგენილია ზეციურ მხედართა წინამძღოლად ბოროტებასთან საბრძოლველად.
მან მასწავლა უხილავი იარაღების გამოყენება ბოროტებასთან საბრძოლველად. მან შემმოსა ჭეშმარიტების, სიმართლის ჯაჭვის პერანგით, მან მომცა ფარი სარწმუნოებისა, მან მომცა მახვილი სულისაი, რომელიც არს სიტყვა ღვთისა. მან შემმოსა უხილავი სულიერი საჭურველით. მან მასწავლა ბრძოლა სიყვარულისათვის, ბნელეთთან დასაპირისპირებლად. მისგან გავიგე რომ კეთილად მოწყალება შემძლებელ არს ხსნად სიკვდილისაგან. მან მასწავლა თუ როგორ უნდა ავიღო ჩემი ჯვარი, თუ როგორ უნდა შევქმნა და გამოვხატო ადამიანთა დასახმარებლად.

ითხოვეთ და მოგეცემათ, ადამიანი არასოდესაა მარტო. 
-----------------------
შეუცნობელია გზანი უფლისა. ვინ შეიცნობს, ვინ შეიგრძნობს ყოველივეს ყოველივეში?
კითხვა მაქვს, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა. რატომ იღუპებიან ადამიანები თითქოს უდროოდ. 
სულსგან ვითხოვ და ის მპასუხობს.
ყოველივეს თავისი დრო აქვს, მე ესე მასწავლეს, გარდაუვალი ყოველივე აღსრულდება სამყაროში.

ვაზს მოვლა სჭირდება, ლერწმებისგან განწმედა, შეწამვლა, მობარვა, რათა თავის დროზე მოგვცეს ნაყოფი. რათა ნაყოფმა მოგვცეს, შემდგომში ღვინო. ღვთიური სითხე.
ხის ნაყოფი რომელიც მწიფეა, თავის დროზე თუ არ მოწყვიტე და გამოიყენე დანიშნულებისამებრ, ჩამოვარდება და დალპება.
ალბათ ყოველ ადამიანს აქვს თავის განსაზღვრული დრო. ალბათ უფალს ყოველი ადამიანი თავის დროზე მიყყავს თავისთან, რათა სული არ დალპეს უდროობისგან. რათა სულმა მიაღწიოს თავის უკანასკნელ დანიშნულების ადგილს.
მე მწამს , მე ვიცი, რომ ის უკეთეს, სრულყოფილ სამყაროში გადასახლდა. 
თუმცა მე მტკივა ყოველი მონატრება. თუმცა ვხვდები რომ უნდა დავემორჩილო განგებას.ჩემი ერთადერთი სწორი მოქმედებაა, ვილოცო მისი სულისთვის. - ჩემს გულში შევინახო მისი სიყვარული და ხსოვნა, და მწამდეს იმის რომ მე მას კვლავ შევხვდები მარადიულ სასუფეველში დადგენილ დროს. 

მე ვფიქრობ და მახსენდება უფლის სიტყვები ჯვრიდან:
"დედაკაცო, აჰა შენ შენი შვილი", მოწაფეს - "აჰა დედაშენი".
ვის შეუძლია შვილობა გაუწიოს გარდაცვლილ დედას? ვის შეუძლია იყოს ობოლთა დედა? განა უსუსური ვარ და არ ძალმიძს? ყოველი ადამიანი ხომ შვილია. ყოველი ადამიანი მშობელია, ან უნდა გახდეს. მხოლოდ სურვილია საჭირო ნუგეშისა და სიყვარულისა. ნება ღვთისგანაა, ასე უნდა მოვიქცეთ.

-----------------------
-------------------------
არ მითხოვია და მომეცა. 
კარგათ მახსოვს თუ როგორ ჩამოვიდა ღვთისმშობლობას ულურჯესი ზეცა ჩემს სანუგეშოდ, ჩემი გულმოდგინებისა და გულწრფელობისათვის. მახსოვს როგორ მიპასუხეს სიყვარულზე სიყვარულით.
არ მითხოვია და მომეცა ნიჭები, წამების მიღებისა, ბუნების აღქმისა.
მახსოვს ცისარტყელა. ფერთა ფესტივალიდან წინა ღამით მისი ფერთა გამა, მისი სახე როგორ შემომეხატა გულზე. მახსოვს დილის შვიდ საათზე მისი ფერებით მოხატული ზეცა.
მახსოვს საჩუქრად წამები, ფიფქები. ყოველივე მახსოვს, რა დამავიწყებს.

არ მითხოვია, ღვთისმშობელმა დამარქვა საქართველოს იმედი. 
ალბათ იმიტომ რომ მწამს და იმედი მაქვს. მწამს რომ თითოეული ქართველი საქართველოს უკეთესი მომავალის იმედია.

იქნებ გამიგით.
მე კარგათ მესმის რა განსხვავებაა პატივმოყვარეობით მიღებასა და სიყვარულით მადლიერებით მიღებას შორის.
-----------------------
თუმცა ვერ ვიქნები ბრმა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ გამოსწორდეს. ეს ჩემი მოვალეობაა. არავისთვის არ მსურს შეურაწყოფის მიყენება, თავად განსაჯეთ რა მამოძრავებს. ყველას წინაშე, ვინც დამნაშავედ მიმიჩნევს და მივაჩნივარ, ბოდიშს ვიხდი, გთხოვთ მომიტევოთ. თქვენს წინაშე დამნაშავე ვარ რომ ვერ გამოვხატავ და ვსაუბრობ თქვენთვის გასაგებ ენაზე.

ადამიანი, ზოგი გაზრდილია, ზოგი აღზრდილი. 
ასწავლიან შვილებს ზრდილობას, თავად ილანძღებიან და იგინებიან. რა უნდა გაიგოს ბავშვმა თუ მსგავს სიტვაციაში იზრდება. ნუთუ მხოლოდ კონკრეტულ სიტვაციებში უნდა იყოს ადამიანი ზრდილობიანი?
ვლოცულობთ და ზრდილობიანნი ვართ. შეყვარებულები ზრდილობანნი და მორიდებულნი არიან ერთმანეთის მიმართ გარკვეულ დრომდე. ნუთუ ზრდილობა შინაგანი მდგომარეობა არ უნდა იყოს ყოველწამს?
არ იქნება არვის ლოცვა შესმენილი თუ მრავალჟამიერ ზრდილობას არ შევიძენთ ჩვენს სულებში. მინდა გესმოდეთ- თვალთმაქცებს, ცრუებს არ უსმენს ღმერთი.
სწორად მინდა გამიგოთ, ორი ენა გველისაა, ადამიანის ენა ერთია.
სიყვარულის ენა ერთია და ის თავისთავად მოიცავს საკუთარ თავში ზრდილობიანობასა და თავშეკავებულობას. ის ათბობს და არაფერია მასში გარყვნილი და შხამიანი.
ის რაც ამაზე "მეტია" ბოროტისგანაა და კლავს. მერამდენჯერ გთხოვთ, ნუ იქნებით ბოროტნი.
---------------------------------

სიძვის გველეშაპი- ვნება, ცხოველური ინსტიკტი. 
ვნება რომელიც დროთაგანმავლობაში სიკვდილისთვისაა განწირული და სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო.
ის რაც ვნებს, კლავს.

მესმის რამდენს აცდუნებს. 
მამაკაცებო ერთ რამეზე დაფიქრდით, თუ გიყვართ როგორ შეგიძლიათ დაიკლათ გულზე წამის გულისთვის?
როგორ შეგიძლიათ მიაბაროთ მაცდურს უმანკო სული?

მანდილოსნებო მე მესმის რატომ უნდა იცვამდეთ კაბას, რატომ უნდა იყოთ მოკრძალებულნი.
იქნებ დაფიქრდეთ, თუ მამაკაცს მოეკითხება თქვენს წინაშე, თქვენ მითუმეტეს.

თუ იწამეთ ერთისთვის მყოფობა. რად იწვევთ თქვენსკენ ყველა გამვლელს ვინც უნდა ჩაიაროს. თქვენი შეცდომა თქვენთან იქნება მარადჟამს. არ შესცდეთ. ნუთუ არ გიღირთ მოლოდინი რათა სუფთად ჩაბარდეთ თქვენთვის განკუთვნილს.

ქორწინება წმიდაა. გაიაზრეთ ჯვრისწერის საიდუმლოება რომელიც ქალისა და მამაკაცის სულიერი ბუნების შერწყმაა ერთმანეთთან ღვთის კურთხევით. 
-------------------------
მამაკაცებო მინდა სწორად გამიგოთ, შეურაწყოფის დათმენა უფრო მეტი ვაჟკაცობაა ვიდრე პასუხის გაცემა.

ერთადერთი შეურაწყოფა, რომელიც აუტანელია და პასუხს მოითხოვს საკუთარ თავში მანდილოსნის შეურაწყოფაა. ოჯახის სიწმიდის შეურაწყოფაა.
თუმცა ისიც სიყვარულით, სიყვარულისთვის უნდა დავიცვათ. რადგან ის რაც ამაზე მეტია ადამიანის სიძულვილია, მტრობაა. მტრობა კი კაცის კვლას უდრის თავის გაგებით.
-----------------------

გაიძახიან არ მწამს ადამიანობა, არ მწამს ქართველობა, ილანძღებიან. ადამაიანო განა შენ ადამიანი არახარ? განა შენ ქართველი არახარ? შენ თუ შენი თავის არ გწამს სხვას რატომ ადანაშაულებ?
ყველა ქართველი არაა. ის ვინც მიიჩნევს საკუთარ თავს ქართველად, უნდა აცნობიერებდეს რომ ერთი დიდი ოჯახის წევრია, რომელსაც საქართველო ქვია.
ოჯახში ზრდილობიანად იქცევიან. ოჯახში პატივს ცემენ ერთმანეთს. ოჯახში უყვართ ერთმანეთი. ოჯახში პატივსცემენ მშობლებს, დებსა და ძმებს.
ქართველობა მართმადიდებლური ქრისტიანობის აღმსარებლობაა. ქართველობა პასუხისმგებლობაა, მოვალეობაა.
ის ვინც სხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს, ის ვისაც "მეტი" გონია თავი ამ ყოველივეზე, ქართველი არ არის და ნუ ექნება პრეტენზია ქართველობაზე.
ქართველობა სიყვარულისთვის, ოჯახისთვის, საქართველოსთვის თავგანწირვაა. 

საქართვ-ელოს რწმენა. საქართველოსი იცი როგორ წამდათ? შეგიძლია გაიაზრო რას გრძნობს დედა, რომელიც ცხრა შვილს შესწირავს სამშობლოს? შეგიძლია გაიგო თავგანწირვა დედის? თავგანწირვა ძმების? შეგიძლია იგრძნო მათ როგორ წამდათ?
მითებს არ ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად არსებობდნენ. დედა "ელო", ცხრა ძმა-ხეერხეულიძეები.
--------------------------
--------------------------
მანდილოსანი. 
დედა- დედოფალი, რომლის წინაშეც ყველა ღვთის ქმნილება ქედს იხრის. თავმდაბლობით აღჭურვილნი. ლამაზნი. მოკრძალებულნი. 
ქალწული თავისი სიკეკლუცით. მშვენიერი. ნაზი და ფაქიზი. მასში არ არსებობს არაფერი გამომწვევი, გარდა იმ სილამაზისა რაც ღმერთმა მიმადლა.

ისინი საქართველოს ერთადერთი სიწმიდენი არიან.
მომავალი დედები, დედები. სიცოცხლის დამბადებლები ამ ქვეყანაზე.
შეიცნეთ მათი სილამაზე და მოუფრთხილდით ყოველს როგორც საკუთარ ოჯახის წევრს.
---------------
დედობა ყველაზე დიდი სიყვარული და გრძნობაა, რაც ღმერთმა მანდილოსანს მიმადლა.
დედის გულის სიყვარული ყოვლისშემძლეა შვილის გულისათვის.
ნუ იტყვით თქვენივე ნებით, ამ სიყვარულზე უარს. 
იცოდეთ ყოველ გარემოებას დაძლევთ მათი გულისთვის.
--------------------
ქართველებო მთელი მსოფლიოს ფული რომ გაგვაჩნდეს ვერ შევიძენთ იმ სამართლიანობას სიყვარულის ნიჭი რომ ქვია.
ამქვეყნიური ღარიბიც და მდიდარიც ერთნაირად უბედურნი არიან თუ მათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ.
ამპარტავან მდიდარს არ ძალუძს წვრილმანებში დაინახოს ბედნიერება.
შურიან ღარიბს ყოველთვის მეტი სურს.
ამაღლდით ამ შეგნებაზე. თუ მცირედ საქმეს უგულოდ ასრულებთ, დიდსაც უგულოდ მიუდგებით.
არ არსებოს მცირე და დიდი საქმეები. არსებობენ მცირე და დიდი გულის მქონე ადამიანები. სიყვარულით მოქმედი ყოველი საქმე დიდია ღვთის წინაშე.
----------------------

ადამიანი არავიზე მაღლა არ დგას. ერთადერთი სიმაღლე საკუთარ თავზე გამარჯვებაა. სხვა ყველა სიმაღლე სიცრუე და პირფერობაა საკუთარ თავთან.

ადამიანი ადამიანზე მეტიცაა, თუ ის მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ ადამიანობაზე ამაღლებას ცდილობს, რათა მიუტევოს უმეცარს, ეცადოს სიყვარულით დაიცვას, რათა დარჩეს კეთილი და აჩვენოს გზა სამართლიანობისკენ.
მე მესმის რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. მე მესმის რომ ერთადერთი ბრძოლა რომელიც გამართლებულია, არის ბრძოლა საკუთარ თავთან, ბრძოლა სიყვარულისთვის. ფასეულია მხოლოდ გამარჯვება საკუთარ თავზე, მრავალი დამარცხების მიუხედავად, მაინც რომ აგრძელებ მცდელობას, მოძრაობას ღვთისაკენ. მე მესმის რომ დამარცხებებმა უფრო მეტი რამ მასწავლეს ვიდრე გამარჯვებებმა. 
მე თუ არ ვცდები ჩემი "დამარცხებებისას" მე გამარჯვებული ვარ ღვთის წინაშე.

გრძნობა ყველაზე დიდი ნიჭია რაც ღმერთმა ადამიანს მოანიჭა. გრძნობა ჭეშმარიტების შეცნობისა.
წიგნის კითხვა ნიჭია. თუმცა დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ერთიწაკითხვით შეიცნობს წიგნის სრულ არსს.
ბრმანი არიანი ისინი ამ გრძნობისაგან ვისაც ძალუძს ერთიშეხედვით, გარეგნობით, გარეგნულით შეაფასონ და დაკმაყოფილდნენ.

ყოველი იმის ტოლობაა რასაც წარმოადგენს შინაგანად.
ვისაც რამდენი ესმის იმდენი აღასრულოს.
ვისაც ესმის და შეგნებულად არ ასრულებს მკვდარია.
ის ვინც უარყოფს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებაც უარყოფს მას.
თუმცა წყალობა მეტია სამსჯავროზე, თუ არსებობს ჭეშმარიტი სინანული.

ამრიგად სიტყვა იშვა თქვენს თვალწინ, თქვენში და თქვენს გულებში.
სიტყვა რომელიც განკურნავს და განსწმედს წამში, თუ მას გონებითა და გულით შეიმეცნებთ, იგრძნობთ.

ჭეშმარიტი მშვენიერება უბრალოა ამ სამყაროში. 
ჭეშმარიტი მშვენიერება უბრალოებაშია.
ჭეშმარიტი მშვენიერება აროდეს, არვისგან არ შეილახება.

წარსული, აწმყო და მომავალი იმ წამშია გაერთიანებული რომელშიც ვარსებობთ. და ის სიყვარულითაა გაჟღენთილი.
მასშია რწმენაც და იმედიც. და ყოველი მომავალი წამი სიყვარულს გვპირდება, თუ მოვინდომებთ ჩავწვდეთ მის რეალურ არსს, თუ გვეყოფა ნებისყოფა ყოველივე მივიღოთ სიყვარულით.

სწავლაგასრულებულებს "ატესტატს" ღმერთი ურიგებს.
თუმცა მე მესმის რომ სწავლა გარდაცვალებამდეა.
-----------------------
------------------------
ცას მოჰფენია ქათქათა ღრუბლები. ქვემოთ სამყარო ნისლშია ჩაფლული. ირგვლივ სითეთრის ბურუსია. ჯანღი ირევა და საოცარ სურათებს ხატავს.
თითქოს ზეცა ხელებგაშლილი ცდილობს დედამიწასთან ჩახუტებას, მასთან გაერთიანებას.
ვხედავ ნისლივით თეთრ ცხენზე ამხედრებული, ნათლით შემოსილი მხედარი გამოდის ნისლიდან და შედის ღრუბლებში, როგორც მისი ნაწილი. უჩინარდება ისე თითქოს წამის წინ აქ არ ყოფილიყოს.
ვიხილე როგორ გაიღო ცათა სასუფევლის კარიბჭე და მომენტალურად შეითვისა თვისი სიდიადის გამომხატველი ის მშვენიერებით აღჭურვილი ქმნილება.
ვხედავ ღრუბლები იხსნება და მათში მზის სხივი იწყებს თამაშს. ნისლი იფანტება და სამყარო დამშვიდებული აგრძელებს თვის ჰარმონიულ სიცოცხლის უწყვეტ მოძრაობას.

მიწა მიწას მიებარა... სული სულს...

ნეტა ვინ ჩაიხუტებს მზის სხივს თავის გულში... 
სხივს რომელიც ნათლისგან გამოდის, ნათელია და ათბობს.

მე მწამს რომ საქართველოში ბევრი ქართველია.
მე მწამს რომ ბევრი გზააბნეული ქართველი იპოვის თავის გზას.
-------------------
--------------------
-------------------------------------------
ღვთის საჩუქარი, ჩემი ამქვეყნიური ერთადერთი დიდება თქვენ ხართ გოგონი. წერილის ეს ნაწილი მხოლოდდამხოლოდ თქვენ გეძღვნებათ.

იმ დღეს მითხარით ნუ ფილოსოფოსობო, ნუ ფანტაზიორობო. დღესაც არ მესმის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა. დღეს ცოტას გავერთობი და ახალ მნიშვნელობას შევძენ. ის რაც ჩემში ფილო-სოფოსობს, ყოველივე სოფოსია, ის რაც სოფოსია ყოველივე იყო და არს ღვთისა, აწ და მარადის. და ეს აზრი ბევრად ახლოსაა შემეცნებასთან ვიდრე მაგათ შეუძლიათ გამოთქვან, ფილოსოფოსებს...

როგორ და ესე... გიხილე და გამახსენდი. გამახსენდა თუ როგორ გხატავდი ბავშვობაში ჩემს ოცნებებში. გიხილე და გიცანი. ვიფიქრე რომ მინდა მიყვარდე. ვიგრძენი და იმ წამიდან მიყვარხარ.

მახსოვს პირველი სიზმარი. შენ მობრძანდი ჩემთან მთელი შენი მშვენიერებით. ხელი ჩამკიდე და მომატარე ათასფერა ყვავილებით მორთული ედემის ბაღი.

მე მსურს თქვენს წინაშე განვწმიდო ეკლებისგან მისკენ მიმავალი თქვენი გზა.
მე მსურს თქვენ იყოთ ჭეშმარიტი დედოფალი თქვენი სულიერების მწვერვალზე.
მე მიყვარხართ ზუსტად ისეთი როგორიც ხართ თქვენ, თქვენი მშვენიერებით და ბავშვური გულით ამჟამად.
თუმცა მე მესმის რომ თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ მოითხოვოთ საკუთარი თავისგან. 
მე მსურს შეგარიგოთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთთან, რადგან ვხვდები რომ თქვენ ვერ სცნობთ მას, რადგან ხშირშემთხვევაში ეჭვი გეპარებათ მისი ნების სამართლიანობაში. მე მსურს თქვენ მას იცნობდეთ როგორც ჭეშმარიტს და არსებულს. მე მსურს თქვენი თავი შემოქმედის ცოცხალ სულს დაუკავშიროთ.
თქვენი სულიერება და სილამაზე, ბევრად მეტია და ბევრად მეტის მოცემა შეუძლია ვიდრე მე შემიძლია გამოვხატო როდესმე. მე მსურს თქვენ იყოთ ჭეშმარიტად მშვენიერი თქვენი სრული არსებით. თქვენ ბევრად მეტი ხართ, ამ ხილულ სამყაროზე.
მე მსურს თქვენთვის და არა ჩემთვის.
მე მსურს თქვენ სრულებით შეიცნოთ საკუთარი დიდებულება.

თუმცა მე მსურს, რომ მე მომაწეროთ ყოველი ის გრძნობა, რომელიც გსურთ მიიღოთ თქვენი საყვარელი მამაკაცისაგან. და მე მთელი გულითადასულით მსურს რომ გავამართლო თქვენი იმედები. მე მსურს რომ გწამდეთ, გრძნობების რეალურ სამყაროში ყოვლისშემძლე ვარ თქვენი გულისათვის. 

მსურს იცოდეთ, "მე" თქვენთვის მოვკვდი, თქვენთან ერთად რომ მეცოცხლა. მე მსურს თქვენთვის ვიყო საუკეთესო.

მე თქვენ მიყვარხართ მთელი ჩემი არსებით სოფო, იმ წმიდა გრძნობით რომელიც სუფთაა ყოველივე ამქვეყნიურისგან.
მე თქვენ მიყვარხართ ბავშვივით, ბავშვურად.

თუმცა თქვენ თავისუფალი ხართ თქვენი ნებით ყოველ თქვენ გრძნობაში ჩემს მიმართ და არცერთი წამით არ იფიქროთ რომ მე თქვენ რაიმეში გავალდებულებთ. 
მე მსურს მადლიერება გამოვხატო თვენს მიმართ, რადგან თქვენ ხართ მიზეზი მე რომ ცოცხალი ვარ.
მე ამ სიყვარულის მწამს.

ის რაც არ ძალმიძს, 
უფალს ვთხოვ,
მოგმადლოთ ყოველივე სასარგებლო,
ჭეშმარიტი გრძნობა,
ჭეშმარიტი სიყვარული,
ჭეშმარიტი ბედნიერება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი