სიგიჟე17


ვიქნები ცოტა ხნით "სალოსი" ბავშვი
და ამ აღსარებას ვიტყვ.

ესე შეიძლება არ ხდება,
მაგრამ სიყვარულის ერთობით
ორივე ერთნაირად -
ცხოვრებაში ორი სინაზე მიყვარდა,
მის მადონა და მის სოფია,
ორივემ უარმყო,
არცერთს მივკარებივარ , მიტომ რჩება წმიდა სიყვარულად
და მესათუთება,
იყო ანი, შეუფერებელი წყვილის თემაში 11 წლით უფროსი, მისი სული და გული შემიყვარდა,
ძალიან შეუფერებლად და მტკივნეულად ჩამოვშორდი საჭიროების გამო,

მის მადონა ამორძალურად დედოფლური ვიცან, მის სოფია ეხლაც "თხაა" პრინცესული,
სინამდვილეში
ორივე გულით ბავშვი და ძალიან სუსტი მაგრამ ამას მარტო საკუთარ თავთან აღიარებენ ალბათ ბოლომდე...
ო და ამა სოფლის სუსტები უყვარს და იცავს ღმერთი , ღმერთით არიან უძლეველები სიყვარულის და მზის შვილები...

ჭაბუკობაში ვიყავ ორი თვის წინ,
ეხლა უფრო ბერული ვარ,
მატერიალურში არ, სულით, სიტყვაში, აზროვნებით.
ესეც არ ხდება, და არ ვიცი საერთოდ იმხელა რაღაცეებს მატარებს ღმერთი ვერაფრით ვიგებ რატო უყვარვარ და მადიდებს ესე ესეთ არარაობას. მან იცის ალბათ, შეიძლება გარდაუვლად მივყავარ აღკვეცისკენ და მიტომაც ვერ გაუგეს ბავშვებმა ამ გულის სიყვარულს.

წინდაწინ,
მაშინ ტარიელს ვაშენებდი ჩემში,
ორი თვის წინ ჩამოვიშალე,
მის მადონას მოქმედებებმა სრულიად გამანადგურეს , 
საერთოდ სუყოველთვის ვინც საკუთარ თავზე მეტად შევიყვარე იმათ ვერ ვუძლებ, მათ გამო მემსხვრევა  გული ათას ნაწილად.
მათგან შეუგნებლად ხდება ეს არც ვადანაშაულებ, უბრალოდ , მე ყველა მოქმედება შინაგანად მესმის, ძან სიღრმეებს ვწვდები, ეს ჩემი სენია, ამიტო ვერ ვუძლებ უსიყვარულო მოქმედებებს, ამპარტავნულ დამოკიდებულებას უსაყვარლესისგან როცა თავად სიმდაბლიდან ვმეტყველებ, ესაა ჩემი სისუსტე.
ნამდვილების ერთადერთი სისუსტე ესაა.

ფიზიკური ქალი არ მაინტერესებს,
საერთოდ ეს დასაცინი თემაა დღევანდელ კაცობრიობისთვის მარა წელსქვევით ჭკუაზე სიარული ჩემთვის ტეხავს,
მინდა რო ასე იყოს,
ვნებას ვიმორჩილებ,
ვახერხებ თითქმის სულ, მხოლოდ სიზმრებში მებრძვიან ამით და
მამარცხებენ ხოლმე.
ქვეცნობიერს ალბათ მაინც წყურია ქალი, ამიტო ხდება ეგ.
ღვთის ეშმაკი მაცდუნებს.
ზეცნობიერით ვამარცხებ
სიზმრებშიც ვუქაჩავ.
გუშინ წინ , მესიზმრებოდნენ სირინოზივით ქალები, სექსუალური ქალები, მომაჯადოებელი ქალები, გავუქაჩე, არცერთს არ გავეკარე , ყველა უარვყავი, ყველა მეჩალიჩებოდა, ახახახა,
მერე ერთი ქალი მეზმანა სცენაზე ჩაცმული მოცეკვავე, მელამაზა და შევხედავ მეთქი შეხედვით ხო არ ვაშავებ და შევხედე და ძან დიდი ანაკონდასავით დიდი დახვეული ყვითელი გველი მესროლა ,
მაქ მივხვდი მეთქი სიზმარში ვარ,
ჯვარი გამოვსახე სამჯერ და უფლის დიდება ვთქვი და გაქრა, გამეღვიძა და მაგიტო დამამახსოვრდა.
მაწამებენ სიზმრებში, მებრძვიან სულ.
შენ ჯვარი გწერია ჩემს წინააღმდეგ მებრძოლ დემონებისგან.
იმ დღეს დავლეწე ყველა არასწორი გარემოება სიზმარში ვერ მაკავებდნენ, რაც მინდოდა იმას ვმოქმედებდი, უშიშარი ვიყავ, ადრე ეგრე არ ხდებოდა, რაც არ მინდოდა იმას მაკეთებინებდნენ, ვერ ვმოქმედებდი ჩემით, თითქოს სხვა მამოქმედებდა ჩემი სხეულიდან.
შეიცვალა.
მარა გუშინ ისევ დამამარცხეს , მთელი დღეა ვგრძნობ და ვიტანჯები.
სიზმრების სამყაროც უნდა დავიცვათ. სიწმიდე უნდა დავიცვათ ყველა მიმართულებით!
ოჯახი და მისი თითოეული წევრი უნდა იცავდეს სიწმიდეს!
ამიტოა საერთოდ ლოცვა საჭირო,
ამიტოა ღამით ლოცვა საჭირო.
ლოცვა ენერგიაა.
არ იკარგება.
ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთო ანდერძად დირექტორმა მამამ ხომ.

*ყოვლადწმიდა სამებაო სრულგვჰყავ სიყვარულში*...
იმეორეთ,
ეს ლოცვაა სიწმიდეში გადასვლა და თვალხილულობა.

მარადის საკუთარ თავზე მაღლა , ანუ ამპარტავნებაზე სიმდაბლით,
ბოროტებასთან კი შეურიგებლად
და მუდამ მზად სიმართლისათვის საბრძოლად,
ცდების და ცდების რომელი სიკვდილს არ მოელის ყოველ წამისადო?
 მეომარი ანუ თავგანწირულია?

რაც ვისწავლე ისაა რო რამდენჯერაც მარცხდები ყველა დაცემისგან მალევე უნდა წამოდგე და ღმრთისკენ დაიწყო სვლა თორე განადგურდები.
გამარჯვებული ისაა ვინც არ ნებდება.
წაგებული რამდენიც ვითამაშე სუ გამწირეს, აქედან მგონია რომ დაცემული და დამარცხებული არავის ჭირდები და ყველა მიგატოვებს, არავინ გაგიხსენებს რამდენი სიკეთე გიქმნია და ერთი შეცდომით გადაგიწყვიტავენ, მარტო ღმერთი თუ მოვა შენთან მაგ დროს ან შენ მიდიხარ ღმერთთან რო გიშველოს ეს უგულობა.
მთელი მსოფლიო რო გებრძოდეს გულში რო სიყვარული გაქ არ დათმოო, შენი ოცნებისკენ სვლა არ შეწყვიტო, ეს მედევიზება და მახსოვს მეფის მეფური დარიგება.

ის უფრო გეყვარება ბრძოლაში და განსაცდელში ვინც არ მიგატოვა და არა ის ვინც გამარჯვებული შეგიყვარა ხომ.. 
იესო გალაკტიონი,
ყველა დროში გენიებს ნამდვილი გულში იკრავდა ბრბო აიგნორებდა ან ებრძოდა და დევნიდა და მხოლოდ გარდაცვლილი და გამარჯვებული განადიდა ყველამ ხო .
დავასკვენი რომ მინდა თავიდანვე ვიცნო წმიდანები და მიყვარდეს მძიმე ჭეშმარიტება და არ მივემსგავსო ღვთისმბრძოლებს...
ამიტო გადავწყვიტე ვსდიო მწარე სიმართლეს .

არაფრისმცოდნე,
როცა კაცმაცუნები შეურაწყოფას მაყენებენ, წარმოვიდგენ რო გაბრაზებული ბავშვი მელაპარაკება და მათი  საყვარლობად ქცევა მეხარხარება...
სიბოროტეში თუ გადადის და როცა თავის უპირატესობის სჯერა, მაგ დროს მი სიმდაბლეში ვზეიმობ და თუ მომეხასიათება მის ამპარტავნებას ვურტყავ, იქნება და მოეგოსთქვა გონს...

დალშე
სულიერს, ციერს და ანგელოსურს, ღვთაებრივსა და
წმიდა ურთიერთობას ვეტრფი.
ადამიანებთან ურთიერთობა მაკლია, აღარც მახსოვს, იშვიათად, გასაგებია უბრალოება მაგიტო ვაფასებ ირგვლივ ვინც მყავს,
ჩემს ირგვლივ ყველა უბრალო დიდი ბავშვია, რომელმაც უბრალოდ არ იცის ცხოვრება,
რეალური ცხოვრება. ვერ მიგებენ მი სიმართლეს, ეგეც იცვლება ,
მანდილოსანთ, მიყვარს გულების ფლირტი და გრძნობების გამოხატვა,
ბავშვური თამაშები,
ნაზი  სიტყვები.
მომწერეთ ხოლმე რა ლექსები,
მახარებთ ხოლმე,
გისმენთ ყველას.

მისის
უცხოდ მოსულმ ისეც შეიმოსეთ იდუმალება და
თეატრალურს  ხან მისის მადონას დაგიძახებ და ხან მისის სოფიას,
მოგესიყვარულები ხოლმე სიტყვებით და
და გულს გაეხარდები

რა მაგარი იქნებოდა ყველა რო გაგიჟდეს და სიყვარულს უხსნიდეს ერთმანეთს,
ახახახა...

თუ გგონია რო ვერ გაქაჩავ და დაიწვები,
ჰაჰ,
ან არადა
თქვი რომ მის მადონა ხარ და მეთამაშე
როცა გული გაგეხსნება ხოლმე
სატრფიალოდ.

სულიერი - 
გათიშულ მდგომარეობაში ხორცში  შინაგან ტანჯვებს გადის განგებისაგან განვითარებისთვის,
მსგავს დღეებში ვართ საშინლად მოსაწყენი.

თუ გინდა ეხლა შენ მომიყევი შენზე

გაძლევ უფლებას გამოიგონო
და იყო ის ვინც გსურს რომ იყო
ცხოვრებისეულ ზღაპარში და იარო შენ ოცნებისკენ.

ხო ვინ ვარ , გამოღვიძებული ღვთის შვილი ვარ, გულში ღმერთი მყავს.
უკანასკნელი ვიქნებოდი სიყვარულის სამეფოში, ეს მქონდა პირველი გულწრფფელი ლოცვა ღვთისადმი, მას მერე იმდენი დიდება მაჩუქეს სუ მეშინია არ გავაამპარტავნდე, არ ვიმსახურებ, ერთადერთი გული მაქ ბავშვის რაც მეღირსეულება ჩემში...
ღვთის წინაშე ეს ღირსებაც არაფრად მიმაჩნია, ცოდვილი ვარ თუმც გულის სიწმიდეს ვიცავ, ამას არ ვივიწყებ, ყოველთვის უღირსად ვთვლი მი თავს და მისი ღირსი გამხადოს ვთხოვ უფალს,
ალბათ ესაა წმიდანის მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი...

მე - პიროვნება თვისებების ერთობლიობაა.
რაც არ მოგწონს ის თვისებები უნდა გაასწოროო, ისიც შენიაო და მიტო.

ამ სასტიკ წუთისოფლის სულს,
აზრზე არა ვარ როგორ ვუძლებ ამდენ დატვირთვას.
ღმერთით გადამაქ, აქამდე ათჯერ მოვიკლავდი თავს რომ არა მისგან ნუგეში...

გულწრფელობა ადამიანში ყველაზე ლამაზ თვისებად მიმაჩნია.
იცი მგონია ეს შენ მისის მადონა

რაიც მითქვამს ყველა სატანჯველისგან და განსაცდელისგან შორს და ჯვარი გწერია,
ყველაფერ ლამაზში გეყვავილოთ,
მანდილოსანთ სისუსტეს ვაღიარებთ ჩვენ და არ ვაკისრებთ ზედმეტს,

იხარეთ მის

იცი რა მომენტია,
ამ გულს მუდამ ეყვარები,
ო და როგორც არ უნდა ეცადო მაგ გულიდან ვერ ამომშლი,
ჰაჰ,
ერთმანეთის გულებში გაუკვდავდით,
ესაა ჩვენი მარადისობა და სიყვარული!

-

სუ ბოლოს წევეკაიფო მინდა ღირსეულებს , თავი ძან დიდები რო გონიათ.
კაცის ძის ხორცს ჭამთ და კაცის ძის სისხლს სვავთ!
კაციჭამია სისხლისმელები ხართ თქვენ?
ხო იმსახურებს მსგავს განსაცდელს
ვინც უღირსად იღებს ზიარება აღსარებას?

რეალურად ამ სიტყვისთვის ვიბოდიალე:

ნუ მოუსმენთ იმ ხალხს რწმენა ხიბლიაო რო გაიძახიან!
ღმრთისთვის არაფერია შეუძლებელი.
ტაძარ გულიწმიდას აშენება ღმრთისგან პირდაპირ გვევალება!
შენი გული უნდა იყოს სიყვარულის სავანე...
ესაა წმიდანობა, ათასი სჯულის წმიდანი არსებობს გარშემო,
ჩვენში მრავალგვარობაა, ყველას სხვადასხვაგვარი ნიჭი აქვს ღვთისგან, უბრალოდ ცნობა არ ძალუძს ბრბოს. პატარა წმიდანები ვერ ცნობენ ერთმანეთს.
წმიდანების პაროლი სიმდაბლეაო.
წმიდანებიც ჩვეულებრივი ცოდვილები იყვნენ ერთ დროს!
უცოდვილესში ისეთი ისკრა იმალება რო მიხედონ უდიდესი წმიდანი დადგებაო,
რა ლამაზად უთქვამთ ეს დიდებს.
ცოდვილს რო შეიყვარებ და გადაარჩენ მაშინ ხარ მაგარი, აბა სრულყოფილის სიყვარულს რა უნდაო წმიდამ მითხრა...

მშვიდობა გქონოდეთ...
გფარავდეთ მაღალის მარჯვენა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი