სიგიჟე 25
ვისაც მეტი მიეტევა მას მეტად უყვარსო, და თვითონაც მიმტევებელია ადამიანურ სისუსტეების მიმართ თუ ფარისეველური სული არააო? ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვებაო? უცოდვილესი თუმც სინანულად ნთებული დგება და გულიდან გამოაქ სიწმიდე ყოველი დაცემის შემდეგო? სადაც დასასრული გგონია იქაა დასაწყისიო? არ არსებობს ცუდი ადამიანიო? ადამიანობა ყველაზე დიდი ტალანტიაო? სხვაა დემონურის მატარებელიო? საკუთარი მტერი შეიყვარე ქრისტეს მტერი გძულდესო? ყველას საკუთარ თავთან აქ მოსაგები ომიო? ვინც შიგნით არ იბრძვის გარეთ გამოუჩენს მტერსო ღმერთი? ზოგს უღირს სიყვარულის გამო შეცოდვა და მზადაა მიიღოს სასჯელიო? ვიღაც ქვესკნელში ჩადის რო ზეცამდე ავიდესო? უსაბამობაში ღმერთი ხარ მიწაზე მოკვდავი ხორცით მოსიარულეო? უსამართლოა ღმერთი სასუფევლამდეო? ჯერ ჯოჯოხეთი მერე სამოთხე უნდა გაიარო სასუფეველში რო მოხვდეო? თუ ბავშვივით წრფელი გულით არ მიიღებ ვერ შეხვალ სასუფეველშიო? განსაცდელში მიზეზს და გაკვეთილს უნდა ეძებდეო? ცოდვილს როცა შეიყვარებ მაშინ წამოაყენებო? ცოდვილს როცა შეიყვარებ მაშინ მოგეხმარება ღმერთიო? ცოდვილ მოყვასს როცა შეიყვარებ საკუთარი თავივით მაშინ იცავ ღვთის მცნებას, მაშინ ხარ სიწმიდის მატარებელიო? ცოდვილ ხალხისთვის ეცვა იესო ქრისტე ჯვარს? ვინც ეძებს ის პოულობს, ვინც ითხოვს ეხსნება , ვინც რას ითხოვს იმას იღებს, რწმენისამებრ მიეცემაო? უშიშარი მხოლოდ ღმერთია, მამაცი რომელიც შიშს დაძლევსო? მწვერვალიდან დაშვება ღირსეულად უნდა შეძლოო? მიწიერს უნდა ეხმარებოდე მაგრამ უფსკრულებამდე დაშვებული ახალ მწვერვალებისკენ უნდა ისწრაფვოდეო? ათასჯერ მკვდარი და გაცოცხლებული ათასი საუკუნისაა - სული დასთმე სიყვარულისთვის - მოკვდი რომ იცოცხლოო? არავინ იცის სულში ვის რა აქ გამოვლილი და ღმერთი რას გამოატარებსო? უსაბამობა ყველგანაა და საუკუნო მარადისობაა და სრულყოფილებაში მირიადი უსასრულებააო? უცოდვილესი თუ სიწმიდის გზას შეუდგა საუკეთესო მასწავლებელია რადგან გამოცდილება აქ და იცის ცოდვიდან როგორ ამოიყვანოსო? ამიტო თანასწორობაა და წაშლილია ცოდვილსა და წმიდანს შორის ზღვარი და ღმერთი მღვიძართ მძინართ გაღვიძებაზე ამუშავებსო? თუ დგახარ და დაცემულს წიხლავ თუ გღვიძავს და უსიყვარულოდ მძინარს განიკითხავ საკუთარ თავზე გამოგაცდევინებს მაღალიო? თუ დგახარ და თუ გღვიძავს ეშმაკში მღვიძარს და მის მახეებს ებრძოლე ორლესულით და გზა გაუკაფეო მოყვასსო? ვიღაცა ცხვრად იბადება და მთელი ცხოვრება ძოვს ვიღაცა მეომრად და მთელი ცხოვრება ომობს რო საძოვარი დაიცვას და სასუფევლის ველებზე გაიყვანოს ფარაო? ვინც ადამიანია გულიდან სიკეთე სიყვარული და სიმართლე გამოაქ და ვინც დემონურ სულის მატარებელი გველია და ასეთ ადამიანებს ებრძვის და გესლს ანთხევს რომ რამენაირად მოწამლოსო? გული დაიღალა? სულ ტკივა ეს ბრძოლა? უჩარჩოოდ ოთხივე მხარეს იბრძოდე ძნელია? ხო ხედავთ რო არ ნებდება და ყოველ ჯერზე გასაოცარს წვდება? მორწმუნეები თუ ხართ და საკუთარ ცოდვებს უყურებთ და ინანიებთ და ცოცხალ საქმეებს ცდილობთ - უკუღმართულად ჩემთვის რაფრა იცლით - რა გამიტრაკეთ საქმე - ხო ხედავთ რო ვხედავ მაგრამ შემიძლია არ შევიმჩნიო - თქვენ საქმეს მიხედოთ არ გირჩევნიათ? ვენახი ეკუთვნის პატრონს? მშვიდობა ქონოდეს მხოლოდ მათ ვისშიც მშვიდობის ძე სახლობს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი