გამოცანები
დედიკოს საჩუქარია,
რომ დგება გაზაფხულია,
ლურჯი სამოსი აცვია,
აბა რა ჰქვია? . . . (ია)
გათენებას რომ გვამცნობს,
აქვს დეზები მაღალი,
ყივის, ტოლად არვის სცნობს,
რა ყოფილა? . . . (მამალი)
ბუდეს იგებს კლდეზე,
ფრინველების მეფე,
ძლიერია, დაწივის,
რა ყოფილა? . . . (არწივი)
ერთ ხელზე გვაქვს ხუთი,
მეორეზეც ხუთი,
ვხმარობთ, როცა ვითვლით,
რა ყოფილა? . . . (თითი)
ხმარობს დედა მუდამ,
დენში ჩართვა უნდა,
და ტანსაცმელს უთბობს,
რა ყოფილა? . . . (უთო)
შეგვცივდება? - კარგად გვათბობს,
როცა მთებს და ველებს ათოვს,
ხან ვაპობთ და ხანაც ვხერხავთ,
რა ყოფილა, იცით? . . . (შეშა)
უკვე ყველამ მოიძულა
ტრადიცია ამგვარი,
ჩვილს აწვენდნენ, თან არწევდნენ,
რა ყოფილა? . . . (აკვანი)
წყალში ცხოვრობს, მას დაიჭერ
ანკესს თუკი ესვრი,
გემრიელი საჭმელია,
რა ყოფილა? . . . (თევზი)
დროს რომ გვამცნობს, ის არის
და აქვს სამი ისარი,
სულ წიკწიკებს ბაასით,
რა ყოფილა? . . . (საათი)
ლამაზია, ჭრელი ფრთებით,
დაფარფატებს ნელ-ნელა,
ყვავილს უვლის ფრენა-ფრენით,
რა ყოფილა? . . . (პეპელა)
გულნარა ჟღენტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი