აბა გამოიცანით2
სამი ვაშლის ხე დავრგე, ორი კიდევ თუთის, ვაშლისა და თუთის ხე ერთად არის - (ხუთი.) სამი კომში ემზარს, სამიც კიდევ რეზის, და ორივეს ერთად რამდენი აქვს? - (ექვსი.) სამი კილო ქლიავი, ოთხი კილო შვინდი, ერთად გამოიცანით რამდენია? - (შვიდი.) ხუთი იხვის ჭუკი მიჰყვებოდა ღვარს, სამიც შეემატა და სულ გახდა - (რვა.) ხუთი ბავშვი ხბოს მიდენის, ოთხი ბავშვი ცხვარს, სულ რამდენი ბავშვი არის? რამდენი და (ცხრა.) ვნადირობდი, ტყეში ვნახე, ექვსი მგელი, ოთხი დათვი, სულ რამდენი მხეცი ვნახე? ყველა ერთად არის - (ათი.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი